Billboard France-მა Power Players-ის დაჯილდოება წარადგინა

ცერემონიაზე ფრანგულ ბაზარზე მომუშავე მუსიკალური ინდუსტრიის პროფესიონალები დააჯილდოვეს.
აია ნაკამურა და RK გამოცემა Billboard France-ის 2026 წლის Power Players-ის დაჯილდოებაზე. 15 სექტემბერი, Salle Cortot, პარიზი
ფოტო: პიერ პერუსო

ავტორი: პიერიკ ვატებლე 

15 სექტემბერს Billboard France-მა Power Players-ის დაჯილდოების ცერემონია გამართა. ამერიკული გამოცემის ფრანგული მედიაპლატფორმის ეს ღონისძიება ეძღვნება იმ არტისტებს, რომლებიც ფრანგულ მუსიკალურ ინდუსტრიას ქმნიან ყველა პროფესიული მიმართულებით, მათ შორის: ცოცხალი შესრულება, ლეიბლები და დისტრიბუცია, მუსიკალური გამომცემლობა, სტრიმინგი და ტექნოლოგიები, მენეჯმენტი და კოლექტიური მართვის ორგანიზაციები.

AEG Presents France-ის, Amazon Music-ის, AXS-ის, Bpifrance-ის, Bolero-სა და Sacem-ის მხარდაჭერით, ეს პირველი დაჯილდოებაა. ცერემონია Salle Cortot-ში გაიმართა – კლასიკური და ჯაზ-მუსიკის საკულტო სივრცეში, რომელიც პარიზის მე-17 ოლქში მდებარეობს.

ცერემონიას უძღვებოდა ჟული გაიე – ფესტივალ Sœurs Jumelles-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ღონისძიებას მუსიკალური ინდუსტრიის 400-მდე წევრი დაესწრო. მომდევნო დღეს გამოქვეყნდა Power Players-ის – ფრანგული მუსიკალური ბაზრის ყველაზე გავლენიანი ფიგურების სრული სია.

პირველი გამოშვების გამარჯვებულები

ცერემონიაზე ექვსი ჯილდო გაიცა. მათგან ზოგიერთი გამარჯვებულებს თავად ფრანგული მუსიკალური სცენის არტისტებმა გადასცეს:

  • Impact Award მომღერალმა ნაიკამ (Naïka) გადასცა ლუკ ბარუეს – Solidarité Sida-ს ასოციაციისა და Solidays-ის ფესტივალის თანადამფუძნებელს.
  • Artist-Entrepreneur of the Year Award-ის (წლის არტისტი-ანტრეპრენერი) მფლობელი აია ნაკამურა გახდა. მას ჯილდო არტისტმა RnBoi-მ გადასცა.
  • AEG International Outreach Award (AEG-ის საერთაშორისო აღიარების ჯილდო) გადაეცა ჟული ასიდს – DJ Snake-ის მენეჯერს.
  • Female Executive of the Year Award (წლის ქალი მენეჯერი) DJ Mosimann-მა გადასცა მარი-ან რობერს – Sony Music France-ის პრეზიდენტს.
  • Male Executive of the Year Award (წლის მამაკაცი მენეჯერი) რეპერმა Youssoupha-მ გადასცა დენი ლადეგალერის – Believe-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს.
  • Bpifrance Innovation Award (Bpifrance-ის ინოვაციის ჯილდო) გადაეცათ Deezer-ის გენერალურ მენეჯერსა და ინოვაციების ხელმძღვანელებს – ალექსის ლანტენიესა და ორელიენ ეროს. მათ ჯილდო მიიღეს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მუსიკის იდენტიფიცირების ინსტრუმენტისთვის, რომელიც 2025 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

საღამოზე ასევე პატივი მიაგეს დენიელ კოლინგს, ჟან-ფილიპ ალარსა და ოლივიე კაიარს – მუსიკალური ინდუსტრიის სამ ფიგურას, რომლებიც ახლახან გარდაიცვალნენ.

გარდა ამისა, დაჯილდოებაზე წარადგინეს Billboard France-ის სტიპენდიის ლაურეატები: მარი გუბო-პიკარი და სმიტ ჟორდან ნდენტო ჩუაფე. Amazon Music-ის მხარდაჭერითა და ასოციაცია All Access Musique-ის პროგრამაში ინტეგრირებით, ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან სწავლის სრული დაფინანსებითა და მენტორობით.

საღამო გაგრძელდა სპეციალური წვეულებით, რომელიც AXS-სა და Moët-Hennessy-სთან პარტნიორობით გაიმართა.

Billboard France გეგმავს Power Players გრძელვადიან პროექტად აქციოს და ფრანგული მუსიკალური ინდუსტრიის ყოველწლიური შეხვედრის ადგილად იქცეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mush One – ჰიპ-ჰოპი, რომელიც ქალაქში ჩამოდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი