ტეილორ სვიფტი 2026 წლის MTV VMAS-ზე ARTIST DIRECTOR HONORS-ის პირველი მფლობელი გახდება

2026 წლის VMA-ს ცერემონია ლოს-ანჯელესში, Peacock Theater-ში 27 სექტემბერს გაიმართება.
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი
Gilbert Flores/Billboard

ტეილორ სვიფტმა თავის კოლექციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო შემატა. 21 სექტემბერს CBS-მა და MTV-მ გამოაცხადეს, რომ 36 წლის პოპვარსკვლავი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Artist Directing Honors-ის საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდება.

პრესრელიზის თანახმად, ეს ახალი ჯილდო გადაეცემა „ნოვატორ მუსიკალურ შემსრულებლებს, რომელთა სარეჟისორო ჩართულობამ გააფართოვა მუსიკალური ვიდეოების შესაძლებლობები და განავითარა ვიზუალური თხრობის ხელოვნება“. რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ამ არტისტებმა გადალახეს შემოქმედებითი საზღვრები და ჩამოაყალიბეს მკაფიო სარეჟისორო ხედვა.

სვიფტი ამჟამად VMA-ის 30 ჯილდოს ფლობს. მისი სარეჟისორო დებიუტი 2020 წელს „The Man“-ის ვიდეოკლიპით შედგა. იმავე წლის ნამუშევარმა VMAs-ზე საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამას მოჰყვა „All Too Well: The Short Film“, რომლის პრემიერაც 2021 წელს შედგა და 2022 წლის VMAs-ზე წლის ვიდეოს, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ვიდეოსა და საუკეთესო რეჟისურის ჯილდოები მოიპოვა.

სვიფტის ნამუშევრები VMAs-ზე საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაზე შვიდჯერ იყო წარდგენილი და ამ კატეგორიაში ოთხჯერ გაიმარჯვა. მის ნომინირებულ ნამუშევრებს შორის არის: „The Man“, „Cardigan“, „Willow“, „All Too Well: The Short Film“, „Anti-Hero“, „Fortnight“ (feat. Post Malone) და „Opalite“.

მის სარეჟისორო ნამუშევრებს ასევე მიეკუთვნება: „Bejeweled“, „Lavender Haze“, „Karma“ (feat. Ice Spice), „I Can See You (Taylor’s Version) (From The Vault)“ და „The Fate of Ophelia“.

Artist Directing Honors-ის გარდა, სვიფტი წლევანდელ VMAs-ზე 11 ნომინაციით ლიდერობს და მხოლოდ მადონას 2 ნომინაციით ჩამორჩება.  

სვიფტი ნომინირებულია წლის ვიდეოს, საუკეთესო პოპ-ვიდეოს, საუკეთესო არტ-დაირექშენის, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის, საუკეთესო მონტაჟის, საუკეთესო ქორეოგრაფიისა და საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიებში სიმღერით „The Fate of Ophelia“, ასევე საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაში ნამუშევრით „Opalite“, წლის არტისტის, წლის საუკეთესო ალბომისა და ზაფხულის სიმღერის ნომინაციებში.

წლის წამყვან ნომინანტებს შორის ასევე არიან არიანა გრანდე, საბრინა კარპენტერი, ბრუნო მარსი, PinkPantheress და ზარა ლარსონი.

ღონისძიებას სნუპ დოგი გაუძღვება. 2026 წლის VMAs-ის პირდაპირი ტრანსლირება ლოს-ანჯელესის Peacock Theater-იდან 27 სექტემბერს, CBS-ზე, MTV-ის მაუწყებლობითა და Paramount+-ის სტრიმინგით შედგება. შოუ გლობალურად ხელმისაწვდომი მომდევნო დღეს Paramount+-სა და MTV-ის პლატფორმაზე იქნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Madonna and Charli xcx SANTIAGO FELIPE/GC IMAGES; JÉRÉMIE LECONTE/WWD VIA GETTY IMAGES

Madonna-მ და CHARLI XCX-მა Danceteria Afterhours-ის გამოსვლის თარიღი დააანონსეს

შემდეგი სტატია

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი