ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა ზაზა თევთიძემ, სასცენო სახელით Zaza, ახალი პროექტი წარადგინა. ტრეკი სახელწოდებით August Glow მან კიდევ ერთ ქართველ მუსიკოსთან, Saly Betli-სთან კოლაბორაციით გამოსცა.
„დიდი ხანი ვფიქრობდი, 2000-იანების დისკოსთან მიახლოებული ტრეკი დამეწერა, თან მინდოდა ჰაუს-მუსიკასთანაც ყოფილიყო ახლოს. ვოკალისთვის ბათუმში Saly Betli-ს დავუკავშირდი და საბოლოოდ ერთობლივად ასეთი ნამუშევარი გამოგვივიდა. ერთი წლის წინ კომპანია Create Music Group-თან გავაფორმე სადისტრიბუციო კონტრაქტი და ეს მუსიკაც ლეიბლ Living Out Our Dreams-ისა და Create Music Group-ის ერთობლივი რელიზი იქნება,” – ამბობს მუსიკოსი Billboard Georgia-სთან საუბრისას.
August Glow-ის სტრიმინგ-ვერსია ამჟამად ხელმისაწვდომია ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე, ხოლო მისი ხანგრძლივი, ე.წ. Extended-ვერსიის მოსმენა Beatport-სა და Traxsource-ზეა შესაძლებელი.


ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან. 10 წელზე მეტია, რაც მისი საქმიანობა მუსიკას უკავშირდება. ამ დროის განმავლობაში მან საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე მოიპოვა აუდიტორია.
პროდიუსერის მნიშვნელოვანი წარმატება უკავშირდება მის ერთ-ერთ ნამუშევარს – Skrillex-ის ტრეკ Killa-ს ოფიციალურ რემიქსს, რომელიც თავად Skrillex-მა და მისმა ლეიბლმა OWSLA/NestHQ-მ აღმოაჩინეს და 2016 წელს გავრცელდა.