ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”

ჯგუფმა RAVICI სადებიუტო EP გამოსცა, სახელწოდებით Arm The Homeless. ჩანაწერი ხუთ სიმღერას მოიცავს, რომლებიც საერთო თემების გარშემო ერთიანდება: ძალაუფლება, კონტროლი, ძალადობა, სოციალური გარემო და რეალობა, რომელშიც ადამიანები ყოველდღიურად ცხოვრობენ. ჯგუფი ამ საკითხებზე სიმღერებში საკმაოდ პირდაპირი და მძიმე ენით საუბრობს. „ამ თვალსაზრისით Arm The Homeless მხოლოდ სადებიუტო EP არ არის – ის ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს,” – ამბობენ RAVICI-ს წევრები. 

ჟანრობრივად ალბომი მეტალს, პანკს, ინდუსტრიულ და ელექტრონულ ელემენტებს აერთიანებს, რაც საბოლოოდ ერთ, ჯგუფისთვის ბუნებრივ ჟღერადობად იკვრება. 

რამდენიმე მნიშვნელობას აერთიანებს პროექტის სახელწოდებაც. ერთი მხრივ, ის პირდაპირი მოწოდებაა – „შეაიარაღე უსახლკარო, უუფლებო ადამიანები, რომელთაც საკუთარი ხმის გამოყენების შესაძლებლობა აღარ აქვთ”. თუმცა, მუსიკოსების თქმით, „უსახლკარო” აქ მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით არ იგულისხმება. ამ სიტყვაში მოიაზრებიან ადამიანები, რომლებმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო საკუთარი სახლი, ქვეყანა ან მასთან კავშირის განცდა დაკარგეს. ასევე ისინიც, ვინც ქვეყანასა და საზოგადოებასთან კავშირი საკუთარი ინტერესების გამო დაკარგა. 

„საბოლოოდ, ვის ‘შეაიარაღებს’ მსმენელი და ვის მისცემს უფლებას, გადაწყვიტოს საზოგადოებისა და ქვეყნის ბედი, ეს უკვე თავად მსმენელის გადასაწყვეტია.”

ჩანაწერზე მუშაობა ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. რამდენიმე სიმღერა სწორედ ამ პერიოდში დაიწერა, შეიცვალა უკვე არსებული ზოგიერთი იდეაც. შესაბამისად, როგორც მუსიკოსები ამბობენ, ალბომში ერთგვარი სპონტანურობა და დაუგეგმავობა დარჩა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მისი საბოლოო ჟღერადობისთვის. საავტორო კომპოზიციებთან ერთად EP-ში ასევე შედის რობი კუხიანიძის სიმღერის, „ტაიას” RAVICI-სეული ქავერიც.

მოუსმინეთ ალბომს Arm The Homeless:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსი As It Was-ით YouTube-ის მილიარდ ნახვათა კლუბს მეორედ შეუერთდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი