Adéla-ს სიმღერამ – Nicole Kidman უკვე თავად ნიკოლ კიდმანის ყურადღებაც მიიპყრო, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი პოპლეგენდა Madonna შეუერთდა.
პოპის დედოფალმა TikTok-ზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ფონად ახალგაზრდა მომღერლის ვირუსული ჰიტი ჟღერს. ვიდეოში Madonna, ოქროსფერ კაბაში პოზირებს და როგორც ჩანს, ოფიციალური ღონისძიებისთვის ემზადება.
ეს ვიდეო კიდევ უფრო ზრდის სიმღერის პოპულარობას და ადასტურებს, რომ ტრენდი ცნობილი არტისტების ყურადღებას კვლავ ინარჩუნებს.
Madonna-ს მიერ სიმღერის გამოყენება Adéla-სთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენაა იმ დროს, როდესაც მომღერალი ჩარტებში პოზიციებს აუმჯობესებს და პოპვარსკვლავობის მწვერვალებისკენ სვლას განაგრძობს.
სლოვაკმა მომღერალმა სადებიუტო ალბომი PRIMA სექტემბერში გამოსცა, რომლითაც მსმენელს მისი თამამი და თეატრალური პოპსტილი გააცნო.
ტრეკი – Nicole Kidman ალბომის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმღერაა, რომელმაც ცოტა ხნის წინ Billboard Hot 100-ში მე-9 ადგილი დაიკავა.ეს მომღერლისთვის პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩარტის ათეულში მოხვდა. სიმღერის დასამახსოვრებელმა სათაურმა და თავდაჯერებულობისა თუ საკუთარი სურვილების ასრულების იდეამ მას სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოუტანა. ტრენდს ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ, მათ შორის Kesha, Tove Lo, პედრო პასკალი, Dua Lipa და კრისტენ უიგი.
სიმღერას თავად ნიკოლ კიდმანიც გამოეხმაურა, რითაც მისმა რეალურმა სეხნიამ ტრეკის გარშემო მიმდინარე დისკუსიაში საკუთარი წვლილი შეიტანა. Madonna-ს ახალი TikTok-ვიდეო კი ამ ისტორიას კიდევ ერთ საინტერესო ეპიზოდს მატებს.
Madonna-ს ჩარტებში წარმატების მიღწევის დიდი გამოცდილება აქვს. კარიერის განმავლობაში მას Billboard Hot 100-ის ჩარტში 12 ნომერ პირველი ჰიტი და Billboard 200-ის რეიტინგში ცხრა N1 ალბომი აქვს მოპოვებული, რამაც მას პოპის დედოფლის ტიტული საბოლოოდ დაუმკვიდრა.
Adéla-სთვის ასეთი მუსიკალური მემკვიდრეობის მქონე არტისტის ყურადღება კიდევ ერთი სასიხარულო მოვლენაა იმ დროს, როდესაც Nicole Kidman ჩარტებში წარმატებულ სვლას განაგრძობს. სიმღერის მთავარი იდეა ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობისა და გლამურის მორგებაა. Madonna-სიერ მისი საკუთარი ვიდეოს საუნდტრეკად გამოყენება კი ამ ტრენდს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.
ნახეთ TikTok ვიდეო:
Madonna stuns in new TikTok to “Nicole Kidman” by ADÉLA. https://t.co/0vZ2A1ge9b
— Pop Crave (@PopCrave) October 15, 2026