ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ – Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი.
Santiago Felipe/GC Images

Adéla-ს სიმღერამ – Nicole Kidman უკვე თავად ნიკოლ კიდმანის ყურადღებაც მიიპყრო, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი პოპლეგენდა Madonna შეუერთდა.

პოპის დედოფალმა TikTok-ზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ფონად ახალგაზრდა მომღერლის ვირუსული ჰიტი ჟღერს. ვიდეოში Madonna, ოქროსფერ კაბაში პოზირებს და როგორც ჩანს, ოფიციალური ღონისძიებისთვის ემზადება.

ეს ვიდეო კიდევ უფრო ზრდის სიმღერის პოპულარობას და ადასტურებს, რომ ტრენდი ცნობილი არტისტების ყურადღებას კვლავ ინარჩუნებს.

Madonna-ს მიერ სიმღერის გამოყენება Adéla-სთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენაა იმ დროს, როდესაც მომღერალი ჩარტებში პოზიციებს აუმჯობესებს და  პოპვარსკვლავობის მწვერვალებისკენ სვლას განაგრძობს.

სლოვაკმა მომღერალმა სადებიუტო ალბომი PRIMA სექტემბერში გამოსცა, რომლითაც მსმენელს მისი თამამი და თეატრალური პოპსტილი გააცნო. 

ტრეკი – Nicole Kidman ალბომის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმღერაა, რომელმაც ცოტა ხნის წინ Billboard Hot 100-ში მე-9 ადგილი დაიკავა.ეს მომღერლისთვის პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩარტის ათეულში მოხვდა.  სიმღერის დასამახსოვრებელმა სათაურმა და თავდაჯერებულობისა თუ საკუთარი სურვილების ასრულების იდეამ მას სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოუტანა. ტრენდს ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ, მათ შორის Kesha, Tove Lo, პედრო პასკალი, Dua Lipa და კრისტენ უიგი. 

სიმღერას თავად ნიკოლ კიდმანიც გამოეხმაურა, რითაც მისმა რეალურმა სეხნიამ ტრეკის გარშემო მიმდინარე დისკუსიაში საკუთარი წვლილი შეიტანა. Madonna-ს ახალი TikTok-ვიდეო კი ამ ისტორიას კიდევ ერთ საინტერესო ეპიზოდს მატებს.

Madonna-ს ჩარტებში წარმატების მიღწევის დიდი გამოცდილება აქვს. კარიერის განმავლობაში მას Billboard Hot 100-ის ჩარტში 12 ნომერ პირველი ჰიტი და Billboard 200-ის რეიტინგში ცხრა N1 ალბომი აქვს მოპოვებული,  რამაც მას პოპის დედოფლის ტიტული საბოლოოდ დაუმკვიდრა.

Adéla-სთვის ასეთი მუსიკალური მემკვიდრეობის მქონე არტისტის ყურადღება კიდევ ერთი სასიხარულო მოვლენაა იმ დროს, როდესაც Nicole Kidman ჩარტებში წარმატებულ სვლას განაგრძობს. სიმღერის მთავარი იდეა ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობისა და გლამურის მორგებაა. Madonna-სიერ მისი საკუთარი ვიდეოს საუნდტრეკად გამოყენება კი ამ ტრენდს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.

ნახეთ TikTok ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

შემდეგი სტატია

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

შეიძლება დაგაინტერესოთ

პიტერ ბერგი რიანას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამოსვლის იმედს არ კარგავს

2023 წელს რეჟისორმა განაცხადა, რომ პროექტზე ექვს-ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა.
მეტი

იქნება თუ არა All I Want for Christmas Is You წელსაც პირველი საშობაო სიმღერა, რომელიც ჩარტის პირველ ადგილს დაიკავებს?

ჯერ უცნობია, მოიპოვებს თუ არა კვლავ პირველობას ქერის კლასიკად აღიარებული ჰიტი Hot 100-ის ჩარტში და შეძლებს თუ არა Wham! პირველად გავიდეს №1 პოზიციაზე. Billboard-ის სარედაქციო გუნდი ამ და სხვა კითხვებს პასუხობს.
მეტი

ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ „შიმშილის თამაშები“ საუნდტრეკების ჩარტის პირველ ადგილს უბრუნდება

The Hunger Games: Sunrise on the Reaping (The Album), რომელშიც ნოა კაჰანის, ელა ლენგლისა და სხვა შემსრულებლების მუსიკაა წარმოდგენილი, გამოსვლისთანავე ჩარტის სათავეში მოექცა.
მეტი
ქეთათო ნერგაძე -„მიპოვნე" ფოტო: ზუკა სიმონიშვილი

ქეთათო ნერგაძის ახალი სიმღერა „მიპოვნე“  –  მარტოობის, საყრდენის ძიებისა და პოვნის ამბავზე

„ადამიანი ყველაზე მარტოსულად მაშინ გრძნობს თავს, როცა უნდა, რომ ვიღაცამ იპოვოს“...
მეტი
DillaNext x PINO - IRAO DANCE (prod. eth3rnet) (Lyric Visualizer)

DillaNext-ის და PINO-ს ახალი მუსიკალური ტრეკი IRAO DANCE

კომპოზიციის მთავარი მესიჯი კონფუცის ცნობილ გამონათქვამს ეფუძნება: Never give a sword to a man who can't dance (არასოდეს მისცე ხმალი ადამიანს, რომელსაც ცეკვა არ შეუძლია).
მეტი

შაკირამ და ფიფას გლობალურმა სამოქალაქო საგანმანათლებლო ფონდმა ის ორგანიზაციები დაასახელეს, რომლებიც ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ გრანტებს მიიღებენ

ხუთი ორგანიზაცია ჯამში 450 000 აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რათა აღადგინოს დაზიანებული ინფრასტრუქტურა და 13 000-ზე მეტი ბავშვისთვის ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს.
მეტი
Kodak Black ფოტო: Rockstar Games

რეპერ Kodak Black-ს ვიდეოთამაშ GTA 6-ში საიდუმლო რადიოსადგური აქვს – ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მისი განბლოკვა 

გეიმერებმა ასევე აღმოაჩინეს კიდევ ერთი საიდუმლო სადგური, რომელსაც გამოგონილი DJ Pretzel უძღვება.
მეტი