ქართულმა ლეიბლმა ONEONEWORLD-მა Tashyo-ს ახალი ნამუშევარი – Un Momento წარადგინა.
Tashyo-სა და Sabana-ს თანამშრომლობა ქართული ჰიპ-ჰოპის ანდერგრაუნდ სცენისთვის უკვე ნაცნობია. მათი ერთობლივი პერფორმანსები გამორჩეული მუსიკალური გამოცდილებითა და ინდივიდუალური ხედვით გამოირჩევა. Un Momento სწორედ ამ კოლაბორაციის კიდევ ერთი შედეგია. ტრეკის პროდიუსერია Sabana, ვიზუალურ კონცეფციაზე და რეჟისურაზე გივიკო არახამიამ იმუშავა, მონტაჟი ოთო ხარებაშვილს ეკუთვნის, პოსტპროდაქშენი და კრეატიული მონტაჟი კი Sabana-ს. ვიდეოს სტილისტურ ნაწილში მონაწილეობენ: KEBURIA, Luu და ნანუკა ბოჭორიშვილი. Tashyo-ს ლოგოს ავტორია Eat Vashli, გადასაღები მოედნიდან ფოტოები კი Vardo-ს ეკუთვნის.
ONEONEWORLD-ის ახალი რელიზი კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევარია იმ მუსიკალური გაერთიანების, რომელიც ქართულ სცენაზე საკუთარ ენასა და ესთეტიკას ქმნის.

Tashyo – Un Momento (Prod. By SabanaYesYes)
ნახეთ Tashyo-ს Un Momento: