ელტონ ჯონის და ბრიტნი სპირსის სიმღერაზე – Hold Me Closer ჯოელ კორიმ რემიქსი შექმნა

რეჟისორ The Rebekah Creative-ის თქმით, ის პატივს სცემს სუპერვარსკვლავების საკულტო გარეგნობას.
ბრიტანელი DJ და პროდიუსერი ჯოელ კორი მოცეკვავეების ჯგუფთან ერთად, ელტონ ჯონისა და ბრიტნი სპირსის სიმღერის Hold Me Closer-ის რემიქსის გადაღების დროს.

22 ოქტომბერს გამოსული, ვიდეო კლიპის რეჟისორი Rebekah Creative-ია, ხოლო პროდიუსერი  Greatcoat Films. კლიპში ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი ჯოან კორი მოცეკვავეების ჯგუფთან ერთად ჩანს.  სადაც ელტონ ჯონისა და ბრიტნი სპირსის სხვადასხვა საკულტო იმიჯია ასახული.

ოქტომბრის დასაწყისში ბრიტნიმ და ჯონმა მათი პირველი თანამშრომლობით შექმნილი რემიქსი, Hold Me Closer გამოაქვეყნეს. ახალი ვერსია ფორტეპიანოს აკორდებით იწყება, შემდეგ კი, რიტმი ჩქარდება და მუსიკა საცეკვაო ტემპში გადაიზრდება. 

სერ ელტონ ჯონის ჰიტების Tiny Dancer-ის და The One-ის ელემენტების ნაზავით შექმნილი რემიქსი ბილბორდის ტოპ 100-ის  მუსიკალურ აღლუმში  მეექვსე ადგილს იკავებს.   2012 წლიდან დღემდე (ბრიტნი სპირსის სიმღერა Scream and Shout – შექმნის შემდეგ), ბილბორდის მუსიკალურ აღლუმში ეს მისთვის ყველაზე მაღალი შეფასებაა. 

სიმღერა Hold Me Closer – მუსიკოსებისთვის  ახალი, წარმატებული ეტაპია, რომელიც ბილბორდის და სხვადასხვა რადიო ჩარტების ტოპ ათეულში შევიდა. ის ტოპ ათეულშია  Adult Pop Airplay-ზე და სიმღერამ ასევე Dance/Mix Show Airplay-ზე მოწინავე ადგილი დაიკავა.

ნახეთ, ჯოელ კორის რემიქსი – Hold Me Closer

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მენდი მურს მეორე შვილი შეეძინა

შემდეგი სტატია

სანდრო გეგეჭკორი 29 ოქტომბერს მიუნხენში, Gasteig-ის საკონცერტო დარბაზში დაუკრავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი