მენდი მურს მეორე შვილი შეეძინა

მსახიობი ახალდაბადებული ვაჟის ფოტოებს აზიარებს და მას მოიხსენიებს, როგორც „სიტყვებს მიღმა”
ტეილორ გოლდსმითი და მენდი მური
David Livingston/GI

მენდი მურსა და მის მეუღლეს ტეილორ გოლდსმითს მეორე შვილი შეეძინათ. მსახიობმა ეს ამბავი საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო.

მსახიობი და როკ-ბენდის “Dawes” მომღერალი 2018 წელს დაქორწინდნენ. 2021 წელს კი  პირველი ვაჟი აუგუსტი შეეძინათ.

„ოზი აქ არის! ოსკარ ბენეტ გოლდსმითი, მართალია ცოტა გვიან, მაგრამ ბევრად მშვიდად მოევლინა ქვეყანას”, –  წერს მური ინსტაგრამზე. „ჩვენი გულები ზომით გაორმაგდა და ეს სიყვარული საოცარია. ის სიტყვებს მიღმაა და ძალიან მადლობლები ვართ ჩვენი ოჯახისთვის, რომელიც უკვე 4 წევრისგან შედგება.”

38 წლის მსახიობი ახლახან დაემშვიდობა მის პერსონაჟს რებეკა პერსონს NBC-ის პოპულარულ დრამაში, რომელიც 6 სეზონი გაგრძელდა. ამ როლმა მას 2019 წელს „ემის” საუკეთესო მსახიობის ნომინაცია მოუტანა. 

მური ამბობდა, რომ რებეკას პერსონაჟმა მას დედობის ადრეული გამოცდილება მისცა. „Მე დედა ვიყავი იქამდე, სანამ დედა გავხდებოდი. ახლა უკვე ნამდვილი დედა ვარ და ეს უცნაურია. თითქოს, ეს როლი უკვე ვიცი. Ჩემს ვაჟს კი ნამდვილად თერაპია დასჭირდება იმ ფოტოების გამო, რომლებსაც მისი მოვლისას ვიღებდი ასაკიანი ქალის გრიმით.”

Ნახეთ მენდი მურის განცხადება

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lana Del Rey

ლანა დელ რეი გაქურდეს. მოპარულია მოწყობილობები, სადაც მომღერლის ჯერ გამოუცემელი მუსიკა და წიგნი ინახებოდა.

შემდეგი სტატია

ელტონ ჯონის და ბრიტნი სპირსის სიმღერაზე – Hold Me Closer ჯოელ კორიმ რემიქსი შექმნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი