20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ლოპესმა ალბომი This Is Me … Then გამოუშვა. კრებულის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მომღერალმა გადაწყვიტა, ახალი ალბომი სახელწოდებით This Is Me … Now მომდევნო წელს გამოსცეს.
გავრცელებული პრეს რელიზის მიხედვით, ლოპესი მას „მუსიკალურ გამოცდილებას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ პროექტი ქრონოლოგიურად აღწერს მის „ემოციურ, სულიერ და ფსიქოლოგიურ მოგზაურობას“ რომელიც ბოლო ორ ათწლეულში გამოიარა. თიზერში, რომლითაც This Is Me … Now დაანონსდა, J.Lo ამბობს: „ეს არის დროის ამ მომენტში აღწერილი ჩემი თავი. თუ თქვენც დროდადრო კარგავთ იმედს და დანებების ზღვარზე ხართ – ეს არ გააკეთოთ. ეს რეალურად შესაძლებელია. და მინდა, ეს გზავნილი მსოფლიოს გადავცე.“
ლოპესმა ახალი ალბომის შესახებ ამერიკულ Vogue-თან ინტერვიუში ისაუბრა. მან ნამუშევარი შემდეგი სიტყვებით აღწერა: „კულმინაცია იმისა, თუ ვინ ვარ, როგორც პიროვნება და როგორც არტისტი.“ ლოპესმა ასევე დაამატა: – „ადამიანებს ჰგონიათ, რომ იციან რა გადამხდა დროსთან ერთად, იციან კაცები ვისთან ერთად ვიყავი – თუმცა სინამდვილეში, მათ წარმოდგენა არ აქვთ და ხშირად, ბევრი რამე არასწორად იყო აღქმული. არსებობს ჩემი ნაწილი, რომელსაც ყველასგან ვმალავდი. ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა საბოლოოდ რაღაც მაქვს ხმამაღლა სათქმელი.“
This Is Me … Then აერთიანებს ისეთ ტრეკებს, როგორებიცაა The One და All I Have, რომელსაც არტისტი LL Cool J-თან ერთად ასრულებს. ალბომი Billboard 200-ის ჩარტებში 2002 წელს მე-2 ადგილს იკავებდა. გასულ ათწლეულში რამდენიმე სინგლისა და ფილმისათვის Marry Me შექმნილი საუნდტრეკების გამოქვეყნების შემდეგ, This Is Me … Now ჯენიფერ ლოპესის პირველი სოლო ალბომი იქნება. მისი წინამორბედი ალბომი A.K.A. 9 წლის წინ, 2014 წელს გამოვიდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ტრეკები შევა 2023 წელს დაანონსებულ სტუდიურ ალბომში. დისკის გამოცემის ზუსტი თარიღი ასევე არ დასახელებულა.
ნახეთ ჯენიფერ ლოპესის პოსტი, რომლითაც მან ალბომის გამოცემა დააანონსა: