ტომ ჯოინერის საკრუიზო საქველმოქმედო  ფონდს – HBCU-ს  ლორინ ჰილი შეუერთდება

საქველმოქმედო კრუიზი ტომ ჯოინერის, რადიო წამყვანის მიერ დაარსდა, რომელიც აფრო-ამერიკელი სტუდენტებისთვის ფონდის შექმნას და თანხების მოზიდვას ისახავს მიზნად.
ლორინ ჰილი Madcool-ის ფესტივალზე, 2019 წლის ივლისი. ესპანეთი. ფოტო: მარიანო რეჯიდორი
ლორინ ჰილი Madcool-ის ფესტივალზე, 2019 წლის ივლისი. ესპანეთი. ფოტო: მარიანო რეჯიდორი

ლეგენდარული მუსიკოსი ლორინ ჰილი,  ტომ ჯოინერის საქველმოქმედო ფონდს უერთდება. მომღერალი ფონდის კრუიზში – 2023 წელს მიიღებს მონაწილეობას. საქველმოქმედო ღონისძიება   აფრო-ამერიკელი კოლეჯებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თანხის შეგროვებას ისახავს მიზნად.

„აღფრთოვანებული ვარ, რადგან ლორინ ჰილი ტომ ჯოინერის ფანტასტიკურ ვოიაჟ 2023-ს შემოუერთდება. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო არტისტია.ღონისძიებაზე შემოსული თანხა აფრო-ამერიკელი სტუდენტების სწავლა-განათლებას მოხმარდება. იმედგაცრუებული არავინ დარჩება და ეს საოცარი შოუ იქნება“. –  ტომ ჯოინერმა პრესრელიზში აღნიშნა.

ტომ ჯოინერს ათწლეულობის განმავლობაში  ABC-ის რადიო არხზე  დილის შოუ მიჰყავდა. მისი დაარსებული საქველმოქმედო ღონისძიება 2023 წელს დამსწრე საზოგადოებას გრანდიოზულ შოუს ჰპირდება. კრუიზის ფარგლებში ორმოცამდე სხვადასხვა გასართობი  აქტივობა იგეგმება. ღონისძიებაში ცნობილი სახეებიც მიიღებენ მონაწილეობას. კრუიზზე  თემატური საღამოები და სემინარებიც გაიმართება.

საქველმოქმედო კრუიზზე კაბინების ოთხმოცი პროცენტი უკვე გაყიდულია. ღონისძიება ოცი მაისიდან აიღებს გეზს და ოცდაშვიდ  მაისამდე გაგრძელდება.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ზეინ მალიკი. ფოტო: ნაბილი

ჯიმი ჰენდრიქსის ოთხმოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ზეინი მისი სიმღერის  Angel-ის ქავერ ვერსიას ქმნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი