ჯიმი ჰენდრიქსის ოთხმოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ზეინი მისი სიმღერის  Angel-ის ქავერ ვერსიას ქმნის

„ჯიმი ჰენდრიქსს დიდ პატივს ვცემ, მე მისით აღფრთოვანებული ვარ.“ – წერს მომღერალი
ზეინ მალიკი. ფოტო: ნაბილი
ზეინ მალიკი. ფოტო: ნაბილი

ჯგუფ One Direction-ის ყოფილმა წევრმა, ზეინმა, ჰენდრიქსის 1971 წელს გამოცემული სიმღერის “Angel” ახალი ვერსია შექმნა. სიმღერა ჯიმი ჰენდრიქსს ეძღვნება, რომელიც ოცდაშვიდ ნოემბერს ოთხმოცი წლის გახდებოდა.

„ჯიმი ჰენდრიქსის ოთხმოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით მთხოვეს მისი სიმღერის ქავერი გამეკეთებინა, ეს ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. ჰენდრიქს დიდ პატივს ვცემ. Angel – უკვე გამოვიდა, იმედია თქვენც ისევე გიყვართ ეს სიმღერა როგორც მე.  80 წლის იუბილეს გილოცავ ლეგენდავ„ – წერს ტვიტერზე ზეინი.

„მოხარულები ვართ, რომ ზეინმა ჯიმი ჰენდრიქსის სიმღერის Angel-ის ახალი ვერსია შექმნა. იმედი გვაქვს, რომ ჰენდრიქსის სიმღერის ეს ვერსია ახალ თაობას და მსმენელს გენიალური მუსიკოსის შესახებ ინფორმაციას გააცნობს.“ – განუცხადა ბილბორდს ჯიმი ჰენდრიქსის მემკვდრეობის ფონდმა – Experience Hendrix, L.L.C.

ყველა დროის უდიდესი როკ გიტარისტი, ჯიმი ჰენდრიქსი 1970 წლის 18 სექტემბერს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოუსმინეთ ზეინის მიერ შესრულებულ სიმღერას Angel. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლორინ ჰილი Madcool-ის ფესტივალზე, 2019 წლის ივლისი. ესპანეთი. ფოტო: მარიანო რეჯიდორი

ტომ ჯოინერის საკრუიზო საქველმოქმედო  ფონდს – HBCU-ს  ლორინ ჰილი შეუერთდება

შემდეგი სტატია

დონალდ ტრამპს კანიე უესტთან სადილის გამო ადანაშაულებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი