სტეფანემ ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

სიუჟეტური ხასიათის კლიპში მთავარ როლს მომღერალი გია სურამელაშვილი ასრულებს.

სტეფანემ მსმენელს მუსიკალური ვიდეო წარუდგინა. კლიპი გადაღებულია მუსიკოსის ახალ კომპოზიციაზე სახელწოდებით Gaigime. Მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად სტეფანეა, ასევე სტეფანეს ეკუთვნის ვიდეოს იდეა. სიმღერის მუსიკალური ფროდაქშენის ავტორი ნიკა კოჩაროვია. რაც შეეხება ვიზუალურ ნამუშევარს, ვიდეო გადაიღო გიორგი მეშველიანმა (avi.musaifi.) ვიდეოკლიპის გადაღებაზე Metro Production -მა იმუშავა. აღსანიშნავია, რომ  კლიპში მთავარ როლს მომღერალი გია სურამელაშვილი ასრულებს.

რაღაც პერიოდში მივხვდი, რომ ჩემი თავი ამოვწურე. Ზაფხულში არა ერთი კონცერტი მქონდა, რის შემდეგაც აღმოვაჩინე, რომ საკუთარი თავის მოსმენაც კი აღარ შემეძლო. ამის შემდეგ, ცოტა ხნით წავედი ქვეყნიდან და სწორედ ამ პერიოდში დავწერე ეს სიმღერა. Როცა საქართველოში დავბრუნდი, ვფიქრობდი, თუ ვის უნდა გაეკეთებინა ფროდაქშენი, რომ ზუსტი ემოცია წამოსულიყო და გამახსენდა, რომ ჩემი მეგობარი ნიკა კოჩაროვი ამ  მიმართულებით საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ ნიკას მუსიკალური ფროდაქშენი სხვისთვის აქამდე არ გაუკეთებია და ეს პირველი შემთხვევა იყო, თუმცა ჩვენ კვლავაც ვაპირებთ სამომავლო თანამშრომლობას“ – აღნიშნა სტეფანემ Billboard Georgia-სთან საუბრისას. 

ეს სტეფანესა და Metro Production-ის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის.   როგორც მომღერალი აღნიშნავს, ეს გადაკვეთა ყოველთვის წარმატებული იყო. პირველი ერთობლივი მუშაობის დროს მუსიკალური ვიდეო MTV Europe-ზე მოხვდა და ორი კვირის განმავლობაში მუსიკალური ინდუსტრიის წამყვან მუსიკოსებთან ერთად იყო ჩარტებში.

როდესაც Metro Production-ის წარმომადგენლებს შევხვდი, ჩემი ხედვა გავუზიარე. დაახლოებით ხუთი წელი მქონდა იდეა, რომ გია სურამელაშვილი ჩემს მუსიკალურ ვიდეოში გაადამეღო, რადგან მე მას სრულიად სხვა თვალით ვხედავ. მისი კოსტიუმები, გააზრებული იმიჯი, სრულიად სხვა კავშირებსა და ასოციაციას მიჩენდა. გიორგი მეშველიანმა ძალიან ზუსტად გაიგო ჩემი იდეა და ვფიქრობ, საკმაოდ კარგი სარეჟისორო ნამუშევარი შექმნა.“ – სტეფანე.

როგორც სტეფანე ჩვენთან საუბრისას ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ ნამუშევარს დეპრესიული განწყობა გასდევს, ის მაინც ოპტიმისტურ გზავნილებს შეიცავს და როგორც აღმოჩნდა, მსმენელმაც ეს ემოცია ზუსტად მიიღო. 

3 დეკემბერს სტეფანე აუდიტორიის წინაშე MONO HALL-ში დაანონსებულ კონცერტზე წარდგება. როგორც თავად ამბობს, Gaigime უმეტესწილად სწორედ ამ კონცერტს ეძღვნება, რომელზეც მსმენელს განსხვავებული მუსიკალური გამოცდილება ელოდება. 

შემიძლია ვთქვა, რომ ამ კონცერტზე მოსულ მსმენელს განსხვავებული სტეფანე დახვდება.სრულიად განვაახლე უკვე ნაცნობი სიმღერები და ასევე შევასრულებ ახალ კომპოზიციებსაც. კონცერტზე შესრულდება რამდენიმე კოლაბორაციაც, რომლის შესახებაც დეტალებს არ გავაზიარებ, რადგან მსურს, მსმენელისათვის მეტად მოულოდნელი იყოს.“ – სტეფანე

სტეფანე ამჟამად ახალ მუსიკალურ ალბომზე მუშაობს, რომლის გამოცემასაც 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს გეგმავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსი 30-ე დაბადების დღეზე ბედნიერია: „მადლობელი ვარ ამდენი სიყვარულისთვის”

შემდეგი სტატია

მადონამ მადლიერების დღეზე 6 შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი