კრისტინა აგილერა, კაროლ ჯი, მანა, ალეხანდრო ფერნანდესი და კამილო ფესტივალ Viña del Mar-ზე წარდგებიან

ფესტივალი ჩილეში, 19-24 თებერვლამდე გაგრძელდება, მისი ბილეთები კი უკვე გაყიდვაშია
კრისტინა აგილერა - ფოტო: ბეთანი ვარგასი
კრისტინა აგილერა – ფოტო: ბეთანი ვარგასი

საერთაშორისო ფესტივალი Viña del Mar-ის სამოცდამეორე ღონისძიების ბილეთები უკვე გაყიდვაშია. ჩილეს ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, საზოგადოებას ბილეთების შეძენა ოცდაათი ნოემბრიდან, PuntoTicket-ის ვებ საიტიდან შეეძლებათ.

19-24 თებერვლამდე დაგეგმილ Viña 2023-ის ფესტივალში მონაწილეობას ლათინო ამერიკელი ვარსკვლავები მიიღებენ: კაროლ ჯი, მანა, ალეხანდრო ფერნანდესი, კრისტინა აგილერა და კამილო მიიღებენ. ინფორმაცია  სხვა არტისტებზე მალე გამოქვეყნდება.

საერთაშორისო სიმღერის ფესტივალი Viña del Mar 1960 წელს დაარსდა და ყოველწლიურად Quinta Vergara-ში, ჩილეს ქალაქ ვინა-დელ-მარიში იმართება.

ფესტივალი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას სუპერვარსკვლავები, გამოჩენილი მომღერლები და ადგილობრივი არტისტები მიიღებენ. 

Viña del Mar-ის ფესტივალს მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ჰყავს. ის მომავალ წელს ჩილეში TVN-ზე და მეცამეტე არხზე გადაიცემა. აგრეთვე ლათინურ ამერიკაში STAR Channel-ზე და მის სტრიმინგ პლატფორმაზე „Star+“-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

3 დეკემბრის კონცერტზე სტეფანე ქალიშვილთან ერთად იმღერებს

შემდეგი სტატია

ნახეთ Youtube-ის 2022 წლის ტოპ სიმღერები

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი

OASIS-ის 2025 წლის ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორები განმარტავენ, თუ რატომ დამალეს კამერები გადაღებისას

OASIS: DON’T LOOK BACK IN ANGER-ის პრემიერა სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
მეტი