3 დეკემბრის კონცერტზე სტეფანე ქალიშვილთან ერთად იმღერებს

სოციალურ ქსელში მომღერალი 14 წლის სტეფანიას სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს

3 დეკემბერს Mono Hall-ში სტეფანე კონცერტს გამართავს. მანამდე კი სოციალურ ქსელში ქალიშვილის, სტეფანიას ვიდეოს აზიარებს, რომელიც Leno Records-ში მისი ახალი სიმღერისთვის „გაიღიმე” ბექვოკალს წერს. ვიდეოს აღწერაში სტეფანე ამბობს, რომ ქალიშვილს საკუთარ კონცერტზე გამოსვლაც სთხოვა და ისიც დასთანხმდა. 

როგორც სტეფანე ბილბორდთან საუბარში აღნიშნავს, მამა-შვილი ერთად მომღერლის რეპერტუარიდან ერთ-ერთ სიმღერას შეასრულებს. 

სტეფანე:

„კონკრეტულად რომელი სიმღერა იქნება, ამას ვერ ვიტყვი. მინდა, რომ საიდუმლოდ შევინახო. ეს იქნება ერთი თბილი მომენტი. ჩვენ მეგობრები ვართ და მეგობრული მხარდაჭერა იქნება მისგან. ეს მისი დებიუტია, პირველად გამოვა სცენაზე. ღელვა, რა თქმა უნდა, არის. ამ შემთხვევაში, ყველაფერს კიდევ მშობლური ღელვა ემატება.”

Რამდენიმე დღით ადრე კი მომღერალმა სტეფანიას კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც გოგონა როიალთან ზის და ბილი აილიშის სიმღერას My Future ასრულებს. ვიდეოს კომენტარებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

უილ სმითი ოსკარის „საშინელ ღამეს” იხსენებს: „გულნატკენი ადამიანები სხვებს სტკენენ გულს”

შემდეგი სტატია

კრისტინა აგილერა - ფოტო: ბეთანი ვარგასი

კრისტინა აგილერა, კაროლ ჯი, მანა, ალეხანდრო ფერნანდესი და კამილო ფესტივალ Viña del Mar-ზე წარდგებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი