2026 წლის ალბომების კალენდარი

წელიწადის ნახევარზე მეტი უკვე გასულია და წინ ჯერ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტია.
ჯენის Fallen Angel-ის გარეკანი
COLUMBIA RECORDS

საყვარელი არტისტების ყველა სამომავლო რელიზისთვის თვალყურის დევნება ზოგჯერ საკმაოდ რთულია. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა მუსიკოსები ალბომის გამოშვებას აანონსებენ, შემდეგ გამოსვლის თარიღსაც ასახელებენ, თუმცა მოგვიანებით ჩანაწერის გამოსვლა ამა თუ იმ მიზეზის გამო გადაიდება (ზოგჯერ რამდენჯერმეც კი) და ხშირად – ახალი თარიღის მითითების გარეშეც. ამას ემატება ის ალბომებიც, რომელთა გამოსვლას არტისტები სულ რამდენიმე დღით ადრე აანონსებენ. ამიტომ „ბილბორდი”, ტრადიციულად, აწარმოებს კალენდარს, რათა თვალი მიადევნოს წლის განმავლობაში დაგეგმილ ყველა მნიშვნელოვან მუსიკალურ რელიზს. 

ახალი წლის დაწყებისთანავე სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებმა ახალი პროექტების შესახებ მინიშნებების გაკეთება და ალბომების გამოსვლის თარიღების დაანონსება დაიწყეს. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტი ჰილარი დაფის Luck…or Something იყო – მისი პირველი ალბომი ბოლო ათი წლის განმავლობაში, რომელიც თებერვალში გამოვიდა. მომღერალმა და მსახიობმა მუსიკალური დაბრუნების შესახებ პირველად სექტემბერში განაცხადა, როდესაც Atlantic Records-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა. მან ასევე დააანონსა ახალი მუსიკისა და დოკუმენტური სერიალის გამოშვება, რომელიც მის დაბრუნებას მიადევნებს თვალს. 

ახალი ალბომი გამოსცა ასევე BTS-მაც. 4 იანვარს ჯგუფმა დაადასტურა, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, დიდი ხნის ნანატრი ალბომი მარტში გამოვიდოდა. ჯგუფს პაუზის აღება მას შემდეგ მოუწია, რაც მისი წევრები სამხრეთ კორეის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. 

BTS-ს არ ჩამორჩა K-პოპ ჯგუფი BLACKPINK-იც, რომელმაც ასევე იანვრის დასაწყისში დააანონსა ახალი პროექტი DEADLINE, რომელიც თებერვალში გამოვიდა. ამის შემდეგ კი ჯგუფის ოთხი წევრიდან სამმა განაცხადა, რომ წელს სოლო პროექტებსაც გამოუშვებდნენ.

BLACKPINK-ის განცხადებიდან მეორე დღეს ახალი ალბომი ჰარი სტაილსმაც დააანონსა. მუსიკოსის რიგით მეოთხე ალბომი მარტში გამოვიდა. 

გაზაფხულის მოსვლასთან ერად, ქალმა სუპერვარსკვლავებმა არა მხოლოდ მიანიშნეს, არამედ ოფიციალურად დააანონსეს გულშემატკივრების დიდი ხნის ნანატრი ალბომები. მათ შორის იყვნენ: მადონა, ოლივია როდრიგო და არიანა გრანდე. სამივე პროექტი ივლისის ბოლომდე გამოვიდა. 

2026 წლის ნახევარზე მეტი უკვე გასულია და წინ ჯერ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტია. მათ შორისაა K-pop ჯგუფების, ENHYPEN-ისა და NCT 127-ის ახალი ალბომები, ასევე ლეგენდარული არტისტის, „პრინცის” Timeless – იშვიათი და აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერების კოლექცია, რომელსაც მისი მემკვიდრეობა გამოსცემს. სამივე პროექტის გამოსვლა აგვისტოს ბოლომდეა დაგეგმილი.

სექტემბრის მოახლოებასთან ერთად ახალ მუსიკას უნდა ველოდოთ როკის რამდენიმე დიდი სახელისგან, რომელთა შორის არიან Anthrax და Rage Against the Machine-ის წევრი ტომ მორელო. ოქტომბერში კი გულშემატკივრები Nickelback-ის ახალ ალბომს დაელოდებიან, ასევე ლეგენდარული ინდუსტრიული ბენდის Ministry-ს ნამუშევარს, რომელიც ბოლო ალბომით ბრუნდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

IMANY - Flitz Experience

Imany  – რწმენა, მუსიკალური სიღრმე და უნიკალური ჟღერადობის ისტორია

შემდეგი სტატია

OASIS-ის 2025 წლის ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორები განმარტავენ, თუ რატომ დამალეს კამერები გადაღებისას

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი