კანიე უესტის რუსეთის კონცერტები გაუქმდა, საკონცერტო სივრცესთან ხელშეკრულების არარსებობის გამო

რეპერს ოქტომბერში „გაზპრომ არენაზე” ორი კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი.
კანიე უესტი
Matthias Nareyek/Getty Images

კანიე უესტის ორი კონცერტი, რომელიც ოქტომბერში რუსეთში იყო დაგეგმილი, გავრცელებული ინფორმაციით, საკონცერტო სივრცის მხრიდან გაუქმდა. სანქტ-პეტერბურგის „გაზპრომ არენამ” 24 აგვისტოს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ 80 000-ადგილიან სტადიონს იჯარასთან დაკავშირებით არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია. 

„ასეთი შეთანხმება არ არსებობს,” – ვკითხულობთ პოსტში. „შესაბამისად, კონცერტები ჩვენს სივრცეში ვერ გაიმართება.” თუმცა მას შემდეგ, რაც კონცერტების შესახებ თავდაპირველი ინფორმაცია გავრცელდა, „გაზპრომ არენას” პოზიცია განსხვავებული ჩანდა. ის სოციალურ ქსელებში აქტიურად აანონსებდა უესტის მასპინძლობას და ღონისძიებას პოპულარიზაციას უწევდა. 

„ბი-ბი-სის” ცნობით, რუსეთის კონცერტები 10 და 11 ოქტომბერს იყო დაგეგმილი და ახლა პრომოუტერები ღონისძიებისთვის ახალი ადგილის მოძიებას ცდილობენ.

„ამის შესახებ ჩვენც თქვენთან ერთად, მედიიდან გავიგეთ,” – დაწერა კონცერტის ერთ-ერთმა პრომოუტერმა, „ამ დროისთვის კანიეს კონცერტი გაუქმებული არ არის. ჩვენ ვდილობთ, დავუკავშირდეთ არენის წარმომადგენლებს, გავარკვიოთ ამ განცხადების გამოქვეყნების მიზეზი და საკითხი მოვაგვაროთ. სიახლეებს შეგატყობინებთ.”

„გაზპრომ არენაზე” გამოსვლით, უესტი პირველი რეპერი სუპერვარსკვლავი გახდებოდა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ იქ კონცერტს გამართავდა. უკრაინის ინსტიტუტმა მოკავშირეებს მოუწოდა, შეაჩერონ რუსეთთან კულტურული თანამშრომლობა. 

საჯაროობის კუთხით, 2026 წელს კანიე ძირითადად ჩრდილში იყო და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცალკეულ კონცერტებს მართავდა. მას უკვე ჰქონდა გამოსვლები თურქეთში, ნიდერლანდებში, საქართველოში, ალბანეთში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და ყაზახეთში.

გრემის მფლობელი რეპერი აშშ-ში აპრილში დაბრუნდა და ლოს-ანჯელესში ორი კონცერტი გამართა. ასევე გულშემატკივრის წინაშე წარდგა ტამპა ბეისა და სან-ანტონიოში. 28 აგვისტოს უესტი ახალ ორლეანში გამოვა, შემდეგ კი მშობლიურ ჩიკაგოში ორ კონცერტს გამართავს. 

უესტი დღემდე განიცდის იმ უარყოფითი ტალღის შედეგს, რომელიც 2022 წელს, მისი ანტისემიტური განცხადებებისა და ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენების შემდეგ დაიწყო. წელს მას კონცერტები გაუუქმეს საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში, ასევე გამოსვლა ლონდონის Wireless Festival-ზე. იტალიასა და ინდოეთში დაგეგმილი კონცერტების გაუქმების მიზეზად კი უსაფრთხოების საკითხები დასახელდა. 

რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, მარტში კანიემ ალბომი Bully გამოსცა, რომელიც Billboard 200-ის მეორე ადგილზე გავიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დოლი პარტონი გლასტონბერის ფესტივალზე, 2014 წლის 29 ივნისი, ინგლისი. Ian Gavan / Getty Images

დოლი პარტონის გარდაცვალების მიზეზი  ცნობილია

შემდეგი სტატია

დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი