დოლი პარტონმა კელი კლარკსონთან ის მომენტი გაიხსენა, როცა უიტნი ჰიუსტონის მიერ შესრულებულ I Will Always Love You-ს პირველად მოუსმინა

„მართლა მეგონა, რომ დამანგრევდა” – თქვა მომღერალმა შოუში.
კელი კლარკსონი და დაოლი პარტონი ასრულებენ სიმღერას “9 to 5”

კელი კლარკსონმა თავის შოუში სტუმრად დოლი პარტონი მოიწვია. მათ ერთად შეასრულეს ქანთრის ვარსკვლავის 1981 წლის ჰიტი “9 to 5” და ისაუბრეს იმ მომენტზე, როცა მომღერალმა პირველად მოისმინა უიტნი ჰიუსტონის მიერ შესრულებული I Will Always Love You, რომელიც 1974 წელს სწორედ პარტონმა დაწერა და შეასრულა. ჰიუსტონმა კი ეს სიმღერა პირველად 1992 წელს ფილმისთვის „პირადი მცველი” იმღერა.

როგორც დოლი პარტონმა თქვა, თავდაპირველად ფილმის მთავარ თემად სულ სხვა სიმღერა ჰქონდათ არჩეული. თუმცა ფილმის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე  მასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა და სასწრაფოდ ახალი საუნდტრეკის მოძებნა გახდა საჭირო. პარტონის თქმით, ფილმის პროდიუსერებმა მას დაურეკეს და სიმღერის გამოყენების ნებართვა სთხოვეს. „ამის შემდეგ კი აღარაფერი მსმენია. ისიც არ ვიცოდი, გამოიყენეს თუ არა.”

ერთხელაც მომღერალი მანქანას მართავდა, როცა რადიოში თავისი სიმღერა გაიგონა, მაგრამ, როგორც ამბობს, ეს მისი ხმა არ იყო.

„საჭესთან ვიჯექი და რადიო მქონდა ჩართული. მათ ჩემთვის არ გამოუგზავნიათ, რომ წინასწარ მომესმინა. და… მე ჭკუიდან შევიშალე. მანქანის გადაყენება მომიწია, რადგან მართლა ვფიქრობდი, რომ დამანგრევდა. ეს ყველაზე გადაჭარბებული ემოციები იყო. თავადაც იცით, როგორი დიდებული იყო ის.”

ნახეთ დოლი პარტონისა და კელი კლარკსონის სიმღერისა და უიტნი ჰიუსტონზე საუბრის ვიდეოები

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი საიუბილეო სეზონს აღნიშნავს

შემდეგი სტატია

ჯეკ უაიტი ილონ მასკს ღია წერილის მეშვეობით დაუპირისპირდა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი