წინანდლის ფესტივალი საიუბილეო სეზონს აღნიშნავს

2023 წელს ფესტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლის ჩატარდება.

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მეხუთე, საიუბილეო სეზონს აღნიშნავს. უკვე ცნობილია თარიღები – 2023 წელს ფესტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ტრადიციულად წინანდლის ისტორიულ მამულში ჩატარდება.

ფესტივალს, როგორც ყოველთვის, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები ეწვევიან. საიუბილეო სეზონთან დაკავშირებით კი ორგანიზატორები მსმენელს განსაკუთრებულ პროგრამასა და მონაწილეების გამორჩეულ შემადგენლობას ჰპირდებიან. 

დავით საყვარელიძე – წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი:

„2023 წელს ფესტივალს 5 წელი უსრულდება. ეს მნიშვნელოვანი თარიღია. ეს ის ზღვარია, რომლის გადალახვის შემდეგ ფესტივალი სხვა განზომილებაში გადადის და მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქვეყნის და საზოგადოების ცნობიერებაში.

ძალიან რთული იყო პანდემიის წლებში ფესტივალის გამართვა, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ წყვეტა არ ყოფილიყო და 100-მდე კონცერტი გავმართეთ, გქონდა 18 პირდაპირი ეთერი კლასიკური მუსიკის ყველაზე რეიტინგულ საერთაშორისო პლათფორმებზე, ვუმასპინძლეთ 70 მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავს. წინანდლის ფესტივალის წიაღში დაბადებულ პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს უკვე 8 ქვეყნიდან უერთდებიან მუსიკოსები და ეს ყველაფერი საოცარ ენერგიას ქმნის წინანდალში.

ჯანანდრეა ნოზედა და დავით საყვარელიძე

გვაქვს სასიხარულო ამბავი – მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დაგვთანხმდა და ის კიდევ 3 წელი იქნება ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი. მაესტროს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ეს შეთანხმება ურთულესი პროცესის შედეგია. ჯანანდრეა ნოზედა გახლავთ აშშ-ს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე, ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორი, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორი. დროის დეფიციტის მიუხედავად, 2023 წლიდან ნოზედა წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელიც იქნება და ეს მნიშვნელოვანი შენაძენი ფესტივალის დამფუძნებლებლისა და მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. სულ მალე გამოვაქვეყნებთ რეპერტუარს და მონაწილეთა სიას, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იქნება. “ – დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შერი თავის მეგობარ ბიჭზე საუბრობს

შემდეგი სტატია

დოლი პარტონმა კელი კლარკსონთან ის მომენტი გაიხსენა, როცა უიტნი ჰიუსტონის მიერ შესრულებულ I Will Always Love You-ს პირველად მოუსმინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026 იწყება

ფესტივალის ფარგლებში რვა კონცერტი, საერთაშორისო მუსიკოსებისგან შემდგარი გამორჩეული პროგრამა და სამეცნიერო კონფერენცია იქნება წარმოდგენილი.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი