ბიონსე, რიანა და ტეილორ სვიფტი Forbes-ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში მოხვდნენ

გამოცემამ ინფორმაცია თითოეული პოპ ვარსკვლავის ქონების შესახებაც წარმოადგინა.
ბიონსე და რიანა Tidal launch-ის ღონისძიებაზე, 2015 წლის 30 მარტი, ნიუ იორკი. ფოტო: კევინ მაზური
ბიონსე და რიანა Tidal launch-ის ღონისძიებაზე, 2015 წლის 30 მარტი, ნიუ იორკი. ფოტო: კევინ მაზური

ბიონსემ, რიანამ და ტეილორ სვიფტმა Billboard-ის ჩარტებში მოწინავე ადგილები უკვე დაიკავეს და ახლა Forbes-ის რეიტინგის სათავეშიც მოხვდნენ.  Forbes-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის ნუსხა გამოაქვეყნა, სადაც სამი პოპ ვარსკვლავიც მოხვდა.

რიანამ Forbes-ის ასეულში, სამოცდამეცამეტე ადგილი დაიკავა. მომღერალს მილიარდერის სტატუსი აქვს. რიანას მიღწევად Fenty Beauty და Savage x Fenty-ს ბიზნესი დასახელდა. გამოცემის თანახმად მისი ქონება 1,4 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთა სიაში, ორი ათას ოცდამეთერთმეტე ადგილს იკავებს.

რიანას შემდეგ სამოცდამეცხრამეტე ადგილზეა ტეილორ სვიფტი. მისი წლის წარმატება ახალ ალბომ Midnights უკავშირდება. Forbes-ის თანახმად, 2022 წელს მისი ქონება 570 მილიონი დოლარს შეადგენს.

Forbes-ის სიაში ბიონსე  80-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 450 მილიონ დოლარად არის შეფასებული. გამოცემამ ბიონსეს და Jay-Z-ს ტურნე გაიხსენა, თითოეული შოუს შემოსავალი ხუთ მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა. ჯამში კი მათ 250 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს. 

Forbes-ის  ყველაზე გავლენიანი ქალთა სია ყოველწლიური რეიტინგია, რომელიც საზოგადოებაში მათი გავლენით, ქონებრივი რესურსით და სფეროს მიხედვით განისაზღვრება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ანდრეა ბოჩელი და მისი ოჯახი საახალწლოდ სიმპსონებს შეხვდება

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეი ფოტო: ნილ კრუგი

ლანა დელ რეიმ ახალი ალბომი  დააანონსა და სიმღერაც გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი