10 საუკეთესო საშობაო სიმღერა ბოი ბენდების შესრულებით

გადახედეთ სიას, თუ შაბლონური საახალწლო სიმღერები მოგბეზრდათ.
Backstreet Boys
Dennis Leupold

ბილბორდის საშობაო სიმღერების სია მხოლოდ იმ შემსრულებლებს მოიცავს, ვინც გვიანი 1980-იანი წლებიდან გამოჩნდნენ და ორიგინალური პროდუქტი შექმნეს.

ასე რომ, თუ მოგბეზრდათ გაცვეთილი საახალწლო სიმღერები, გთავაზობთ მათ ალტერნატივას.

Jonas Brothers, “Like It’s Christmas”

2000-იან წლებში, Jonas Brothers ზედიზედ სამი წელი საახალწლო განწყობას ქმნიდა. თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი საშობაო სიმღერა 2019 წელს გამოუშვეს. კომპოზიცია სახელწოდებით „Like It’s Christmas“ იმ შეყვარებულზეა, ვინც ყოველ დღეს საყვარელი ადამიანისთვის შობის დღესასწაულად აქცევს.

East 17, “Stay Another Day”

სინამდვილეში Take That-ის ამ ჰიტს შობასთან საერთო არაფერი აქვს. კომპოზიტორმა ტონი მორტიმერმა სიმღერა გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა. თუმცა სიმღერის ბოლოს ზარების ხმით, ჯგუფის წევრების ჩაცმულობითა და იმის გათვალისწინებით, რომ 1994 წელს მან ჩარტებში მერაია ქერის შობის ჰიმნსაც კი გადაუსწრო, შეიძლება ითქვას, რომ საახალწლო კომპოზიციებს შორის თავი ნამდვილად დაიმკვიდრა.

*NSYNC, “Merry Christmas, Happy Holidays”

მართალია სიმღერა არასდროს მოხვედრილა მუსიკალურ დაჯილდოებებზე, თუმცა მისი მხიარული მელოდია და გოსფელის ტიპის დასასრული დიდ კონკურენციას უწევს ზამთრის გაცვეთილ ჰიტებს. 

Backstreet Boys, “It’s Christmas Time Again”

ჯგუფის ეს კომპოზიცია, რომელიც 2012 წელს ჩაწერეს, იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ის კევინ რიჩარდსონის დაბრუნების შემდეგ (მან ჯგუფი 2006 წელს დატოვა) პირველი სიმღერა იყო. მისი საჯარო პრემიერა დისნეილენდში საშობაო მსვლელობის დროს შედგა. 

98 Degrees, “This Gift”

ამ სადღესასწაულო სიმღერით ჯგუფმა ცხელი ასეულის 49-ე ადგილზე მოხვედრა მოახერხა. ხელოვნური თოვლის ფონზე შესრულებული კომპოზიცია ბენდის ემოციურ საშობაო ჰიტად იქცა.

New Kids on the Block, “Funky, Funky Xmas”

ეს სიმღერა ბენდის ისტორიაში ყველაზე მხიარული სადღესასწაულო კომპოზიციაა, რასაც მელოდიის რიტმი და სასაცილო ტექსტი განაპირობებს. 

Hanson, “Finally It’s Christmas”

ეს განწყობის ასამაღლებელი სიმღერა ჯგუფმა 2017 წელს გამოუშვა. მასზე გადაღებულ ვიდეო კლიპში ბენდის წევრები საკუთარ თავს უყურებენ. ისინი კი, თავის მხრივ, ენდი უილიამსის საშობაო შოუს უყურებენ. 

JLS, “Do You Feel What I Feel?”

ბრიტანული ჯგუფი ამტკიცებს, რომ კომპოზიცია საშობაო სიმღერა არ არის. თუმცა როგორც East 17’s -ის შემთხვევაში, აქაც ზამთრის ტანისამოსში გამოწყობილი ბენდის წევრები საშობაოდ განათებული წვეულებისა და თოვლის ფიფქების ფონზე მღერიან.

B2K, “Why’d You Leave Me on Christmas”

სხვა ბოი ბენდებისგან განსხვავებით, რომლებიც სადღესასწაულო სეზონზე მხიარულ განწყობას ირჩევენ, B2K სევდიან შობაზე მღერის. როგორც სათაურშივე ჩანს, სიმღერა გოგონაზეა, რომელიც შეყვარებულს სწორედ რომ დღესასწაულზე მიატოვებს. 

Monsta X, “Lonely Christmas”

არც სამხრეთ კორეულ ბოი ბენდს შეშინებია საახალწლოდ სევდიანი სიმღერის შესრულების.  „ყველასთვის მხიარული დღეა / მაგრამ არავინ ფიქრობს ჩემზე” – მღერიან ბენდის წევრები კორეულად.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„წინანდლის პრემიის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შემდეგი სტატია

„გაიმეორე ჩემთან ერთად“ - მარიამ ნატოშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ახალი CGI ვიდეო

„გაიმეორე ჩემთან ერთად“ – მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ახალი CGI ვიდეო ნამუშევარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი