„გაიმეორე ჩემთან ერთად“ – მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ახალი CGI ვიდეო ნამუშევარი

ვირტუალურ ენაზე თარგმნილი ხალხური შელოცვა, რომლის ჩვენებაც სარეკლამო ბანერზე შედგა.
„გაიმეორე ჩემთან ერთად“ - მარიამ ნატოშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ახალი CGI ვიდეო
„გაიმეორე ჩემთან ერთად“ – მარიამ ნატოშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ახალი CGI ვიდეო

სიტყვები რეაქტიული ძრავასავით გვხვდება გულზე. სიტყვა ხან მალამოსავით გედება, ხან კი შხამით გავსებს. ამ შემთხვევაში საქმე შელოცვასთან გვაქვს, როდესაც სიტყვას სამკურნალო თვისება, უდიდესი ძალა და  საკრალური მნიშვნელობა აქვს. 

„გაიმეორე ჩემთან ერთად“ მულტიმედია არტისტების მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ახალი CGI ვიდეო ნამუშევარია, რომელშიც ქართულ ხალხურ ტრადიციაში, მაგიური მნიშვნელობის მქონე შიშის მოსაშორებელი (შეშინებულის) რამდენიმე შელოცვაა გამოყენებული. დავიწყებას მიცემული ხალხურ პოეზია-შელოცვას, თანამედროვე შიშების აღმნიშვნელი სიტყვები აქვს დამატებული, რომელიც ციფრული მედიის საშუალებით შინაარსს გადმოგვცემს. ვიდეოს ჩვენება 8 დეკემბრის საღამოს, ქუჩის სარეკლამო ეკრანზე შედგა. ხალხმრავალი ადგილი, სადაც ეკრანი დგას, იმიტომ შეირჩა, რომ შელოცვის გამოძახილი თითქოს ხალხმა და ქალაქმაც უნდა გაიმეოროს, რათა სოციალური თუ სხვა შიშებისგან გათავისუფლდეს.

„ჩვენი მთავარი მიზანი და იდეა ციფრული შელოცვის შექმნა იყო, რომელსაც ციფრული მედიის საშუალებით გადმოვცემდით. შელოცვების მიმართ ინტერესი  დიდი ხნის წინ  გამიჩნდა, საერთოდ ეს ცრურწმენები, შელოცვები და თქმულებები ძალიან მაინტერესებს და ამ თემას სულ ვიკვლევ. თუ სადმე მივდივარ, ყოველთვის ვცდილობ ვიკითხო, არის თუ არა სოფელში ვინმე, ვისაც ახსოვს ესა თუ ის შელოცვა. ალბათ, თავდაპირველად ამის ინტერესი სიტყვებზე მუშაობისას გაჩნდა. ეს არის  სივრცე, რომელშიც სიტყვას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ყოველდღიურობაში. 

არსებობს შელოცვების  სამი განზომილება. პირველი –  ეს არის პოეტური განზომილება, ეს შეიძლება ხალხური პოეზიის ერთ-ერთ ჟანრადაც ჩავთვალოთ. შემდეგ არის, ამ შელოცვების და ამ რწმენა-წარმოდგენების სოციალური განზომილება. დღეს რა ადგილი აქვს, როგორ გამოიყენება,  სად გამოიყენება და რატომ გამოიყენება. მესამე კი,  ფსიქოლოგიური განზომილებაა, თუ როგორ მოქმედებს ადამიანებზე ეს შელოცვა და რა გავლენას ახდენს.“ – არტისტი მარიამ ნატროშვილი.

არტისტებმა 2020 წელს შელოცვის თემაზე შექმნეს პირველი ვიდეო „დაკარგულის დასაბრუნებლად“. „გაიმეორეთ ჩემთან ერთად” კი, მათი მეორე ნამუშევარია.

არტისტ მარიამ ნატროშვილის თქმით, სოციალური გარანტიების არ არსებობის, პანდემიის და ომის ფონზე შექმნილი ეკონომიკურ-კრიზისული მდგომარეობის გათვალისწინებით საზოგადოება მუდმივად ეძებს ირაციონალურ გზებს.  

„სოციალურ განზომილებიდან გამომდინარე, მაინტერესებს როდის ხდება შელოცვა საზოგადოებაში აქტუალური. ვიყავი რამდენიმე შემლოცველთან, აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი დღესაც დადის და შელოცვას იყენებს. ქართულ ფოლკლორში შელოცვები ორი ტიპისაა – ეს არის სამეურნეო და სამკურნალო. სამეურნეო შელოცვებმა ფუნქცია დაკარგა. მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შელოცვა, არის ცეცხლის შელოცვა, რომ ღამე ცეცხლი სახლში არ ჩამქრალიყო, ან გვალვის საწინააღმდეგო შელოცვა. მეტნაკლებად მათ ფუნქცია დაეკარგათ. სამკურნალო შელოცვები დღესაც აქტუალურია. მათი გამოყენების მიზეზი კი, ალბათ ქვეყანაში მოშლილი სოციალური გარანტიებია, მაშინ როცა ჯანდაცვა ფუფუნებაა, მკურნალობისთვის დიდი თანხებია საჭირო, დაბალი ხელფასები, ის სოციალური პირობები, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და ამის გარდა, მუდმივი დაძაბულობა და საფრთხე მეზობელი ქვეყნის მხრიდან, რომ ერთ დღესაც, ჩვენ შეიძლება ისევ ომში გავიღვიძოთ. ასეთ დროს, ადამიანს ამ პრობლემების ირაციონალური გზებით მოგვარების სურვილი უჩნდებათ. 

ფსიქოლოგიური ეფექტი კი, ვფიქრობ, რამდენადაც მედიტაციები და აფირმაციები და მანიფესტები მუშაობს, და აქვს დამამშვიდებელი გავლენა ადამიანზე. საქართველოში ამ ყველაფრის ხალხური წინაპარი სწორედ შელოცვებია, რომელსაც ადამიანზე თერაპიული შედეგიც აქვს. სწორედ ფსიქოლოგიური განზომილებაა, თუ როგორ უმკლავდებიან ამ გზით ადამიანები შფოთვებს და სხვადასხვა ნერვულ აშლილობებს, ეს შეშინებულის შელოცვაც დღევანდელი შფოთვითი მდგომარეობის ერთგვარი წამალიც შეიძლება ყოფილიყო.“ – არტისტი მარიამ ნატროშვილი.

ზეპირსიტყვიერად, თაობებიდან-თაობებზე გადმოცემული, საკრალური შელოცვა, შეიძლება ერთ დღეს დავიწყებას მისცემოდა. ვირტუალური ენით თარგმნილი, სივრცითი და აღქმადი ტექსტი, ჩვენს გონებას და თვალსაწიერს კიდევ ერთხელ ძველის არ დავიწყების განცდას უღვიძებს. ეს ყველაფერი კი,  ქართულ ხალხურ შელოცვებს დამატებით ფუნქციას სძენს. ის შესაძლოა არა მარტო პოეზიის ირაციონალური აღქმით, სიტყვის თავდაპირველი ძალის განცდით, არამედ სოციალური და საზოგადოებრივი პრობლემების სამკურნალო საშუალებადაც წარმოგვიდგეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

10 საუკეთესო საშობაო სიმღერა ბოი ბენდების შესრულებით

შემდეგი სტატია

ნიკ კარტერი Backstreet Boys კონცერტი, 2016 წლის, 30 სექტემბერი. ფოტო კევინ უინთერი

2001 წელს თინეიჯერი გულშემატკივარი გაუპატიურების გამო, ნიკ კარტერს სასამართლოში უჩივის

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი

„ახალი თეატრი” საპროტესტო მანიფესტს აანონსებს

„რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ!” - განაცხადა დავით დოიაშვილმა.
მეტი

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გერმანიის წარმომადგენლობა ქართველი არტისტების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

განცხადებას, სახელწოდებით „ხელოვნება ჩაგვრის წინააღმდეგ: სოლიდარობა საქართველოს”, მსოფლიოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ხელოვანი და მეცნიერი აწერს ხელს.
მეტი
წინანდლის პრემია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2024 წლის ნომინანტები გამოავლინა.
მეტი