სუპერვარსკვლავმა TikTok-ზე შვილის ვიდეო გააზიარა. რიანას და A$AP Rocky-ს შვილი მაისში შეეძინათ. ორმოცდახუთ წამიან ვიდეოში, რიანა შვილთან ერთად მანქანით მგზავრობს. შვიდი თვის ჩვილს ეღიმება, რიანა კი მზრუნველი ხმით ეკითხება – „შენ ცდილობ დედის ტელეფონი აიღო?“
რიანამ პირველად ინფორმაცია ორსულობის შესახებ იანვრის ბოლოს გააჟღერა, მას შემდეგ რაც პაპარაცებმა რეპერ A$AP Rocky-თან ერთად ნიუ იორკში სეირნობისას დააფიქსირეს.
მომღერალმა ახალი სიმღერა Lift Me Up, ცოტა ხნის წინ გამოუშვა, რომელიც ბილბორდის ნოემბრის საუკეთესო ასეულში მოხვდა. რიანა თებერვალში, Super Bowl Halftime Show-ს უხელმძღვანელებს.
ნახეთ რიანას შვილის პირველი ვიდეო, რომელიც მომღერალმა TikTok-ზე გამოაქვეყნა.
@rihanna hacked
♬ original sound – Rihanna