Hanukkah-ს ფესტივალის მეოთხე დღეს, Foo Fighters-ის სოლისტის დეივ გროლის ქალიშვილი ვიოლეტი მიიწვიეს, რომელმაც სცენაზე ჯენის იანის, 1975 წლის ჰიტის At Seventeen-ის ახალი ვერსია შეასრულა.
„მე სიმართლე ჩვიდმეტი წლის ასაკში გავიგე, ეს სიყვარული სილამაზის დედოფლებს ეკუთვნით, სკოლის მოსწავლე გოგონებს გულწრფელი ღიმილით, მათ ვინც ახალგაზრდა დაქორწინდა“… – მღეროდა ვიოლეტი, საოცარი ხმის ტემბრით, რომელიც დეივ გროლის და გრეგ კურსტინის აკომპანემენტის თანხლებით შესრულდა.
მომღერალმა ჯენის იანმა ყველა დროის კლასიკური ჰიმნი At Seventeen – ოცდასამი წლის ასაკში დაწერა. სწორედ ეს სიმღერა გახდა ვიოლეტ გროლის ინსპირაცია – ნათქვამია ვიდეოს აღწერაში. ვიოლეტის შთამბეჭდავი გამოსვლა, Foo Fighters-ის დრამერის ტეილორ ჰოკინსის მემორიალურ კონცერტზე ამ წლის დასაწყისში, ლონდონში და ლოს-ანჯელესშიც შედგა, სადაც მან ლეონარდ კოენის Hallelujah და ჯეფ ბაკლის Last Goodbye შეასრულა.
Hanukkah Sessions დეივ გროლის და გრეგ კურსტინის ხელმძღვანელობით წელს უკვე მესამედ ჩატარდა, სადაც რვა ღამის განმავლობაში, ებრაელი მუსიკოსები ცნობილი სიმღერების ქავერებს მღერიან.
Foo Fighters-ის წევრებმა პირველი „სესიის” ჩანაწერი, 2020 წლის დეკემბერში, კოვიდ პანდემიის პირველ წელს, ზამთრის სეზონზე გამოაქვეყნეს.
ნახეთ ვიოლეტის მიერ შესრულებული სიმღერა At Seventeen.