ორბელიანის მოედანზე ფესტივალი „ქარავანი” დაიწყო

საახალწლო „ქარავანი” დავით ევგენიძის კონცერტით გაიხსნა.

23 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე ფესტივალი „ქარავანი” გაიხსნა. 22 დღის განმავლობაში ფესტივალი კვების ობიექტებს, ადგილობრივ მეწარმეებს, საბავშვო და მუსიკალურ ღონისძიებებს უმასპინძლებს.

ანანო გომართელი – ფესტივალ „ქარავანის” აღმასრულებელი მენეჯერი:

„უკვე მეოთხე წელია, რაც „ქარავანი” არსებობს ორბელიანის მოედანზე. აქ თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმართება ხოლმე ქუჩის ფესტივალი, რომელიც ბევრ მიმართულებას აერთიანებს. ამჟამად კი ყველაზე მნიშვნელოვანი – საახალწლო „ქარავანი” დაიწყო. ამ დროს ყოველთვის გამორჩეულად ბევრი მონაწილე და ბევრი სტუმარი გვყავს. განსხვავებით წლის დანარჩენი პერიოდებისა, როცა „ქარავანი” მხოლოდ შაბათ-კვირას ეწყობა, საახალწლოდ ფესტივალი ყოველდღიურ სახეს იღებს. 22 დღის განმავლობაში აქ მოსულ სტუმრებს ყოველდღე განსხვავებული პროგრამა დახვდებათ. ასე რომ, ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო აქტივობას.”

„ქარავანი” სტუმრებს ქართველი შემსრულებლების კონცერტებსაც სთავაზობს. ფესტივალი დათო ევგენიძემ გახსნა, რომელიც სცენაზე მეგობრებთან ერთად წარდგა.

დათო ევგენიძე: 

„ბედნიერი ვარ, როცა კონცერტებზე ბევრი ბავშვსა და ახალგაზრდას ვხედავ. დღეს ჩემი, ჩემი ბენდისა და მეგობრების კონცერტია და ძალიან მიხარია, რომ სწორედ ის თაობა გვისმენს, რომელმაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნას. დღეს ისინი ჩვენთან ერთად მღეროდნენ, ჩვენთან ერთად იდგნენ სცენაზეც. მინდა, საქართველოს ბედნიერი წელი და ბედნიერი მომავალი ვუსურვო ამ ბავშვებთან ერთად.”

საახალწლო „ქარავანი” ორბელიანის მოედანზე თბილისის მერიის მხარდაჭერით ეწყობა. ფესტივალი 13 იანვარს დასრულდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბაკურ ბურდული

ბაკურ ბურდულის სოლო კონცერტი „რუსტერში“

შემდეგი სტატია

ვიოლეტ გროლი Hanukkah Sessions-ზე, 2022 წელი

Foo Fighter-ის სოლისტის დეივ გროლის ქალიშვილმა ვიოლეტმა, ჯენის იენის სიმღერის At Seventeen-ის ქავერი შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Modular friends 011

Modular Friends – მოდულარული სინთეზისა და ვიზუალური ხელოვნების ცოცხალი დიალოგი Synthesia Lab-ში

17 მაისს Synthesia Lab-ში Modular Friends-ის მე-11 გამოშვება გაიმართება. ეს არის ღონისძიება, რომელიც მოდულარულ სინთეზს, იმპროვიზაციულ მუსიკასა და აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას აერთიანებს.
მეტი
Bzikebi eurivision.com

საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

12 მაისს ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ვენა ევროვიზიის საიუბილეო, 70-ე კონკურსს მასპინძლობს.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Matthew Rolston

მაიკლ ჯექსონის ისტორიული რეკორდი: 70-იანი წლებიდან დღემდე, ყოველ ათწლეულში, ის Billboard 200-ის ათეულში ხვდება

მაიკლ ჯექსონის საუკეთესო ჰიტების კრებული - Number Ones მომღერლის მე-11 ტოპ-ათეულში შესული ალბომი გახდა.
მეტი

Moby ბილი აილიშის შესახებ: „შვილები რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ ბილისგან აეღოთ მაგალითი“

Moby-ს ეს შეფასება მოჰყვა ბილი აილიშის ბოლოდროინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხორცის ჭამა თავისთავად არასწორია“.
მეტი

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
მეტი