ტეილორ სვიფტის Anti-Hero ამ კვირაშიც ბილბორდის „ცხელი ასეულის” პირველ ადგილზეა და ჯამში უკვე 8 კვირაა, ლიდერობს. ეს მონაცემები ბილბორდის ჩარტში სვიფტის ყველაზე დიდი მიღწევაა. მანამდე იყო Blank Space, რომელიც პირველ ადგილს 7 კვირის განმავლობაში იკავებდა.
ამ მიღწევის აღსანიშნავად სიმღერის თანაავტორმა და სვიფტის პროდიუსერმა ჯეკ ანტონოფმა ისტაგრამზე მისი და ტეილორის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: „Სანამ Anti-Hero გამოვიდოდა, ტეილორი ამბობდა, რომ ეს მისი საყვარელი სიმღერა იყო და ამიტომაც გახდა მისი პირველი სინგლი. მაგრამ სიმღერა ძალიან პირადულია, ამიტომ არასდროს გვიფიქრია, რომ ოდესმე პირველ ადგილზე გავიდოდა. Anti-Hero კი უკვე მერვე კვირაა, პირველ ადგილზეა… ეს სიგიჟეა…”
ანტონოფი სვიფტის ბოლო ალბომში (Midnights) შესული 13 სიმღერიდან 11-ის თანაავტორია.
ნახეთ ჯეკ ანტონოფის ინსტაგრამ პოსტი
Jack Antonoff vía Ig
— La Tia Puercaylor (@LaPuercaylor) January 17, 2023
“Recuerdo que cuando Anti-Hero se estrenó Taylor dijo que era su canción favorita en cuanto a composición y eso es por lo que fue el primer single, pero es una canción extraña y personal y no esperábamos que fuera #1 pic.twitter.com/AXxJEtFeX8