დოკუმენტური ფილმი „უილი ნელსონი და ოჯახი” სანდენსის კინოფესტივალზეა

ნელსონი, რომელიც აპრილში 90 წლის ხდება, 5-ნაწილიანი ფილმის მთავარი გმირია.
უილი ნელსონი 50,000-იანი აუდიტორიის წინაშე 1995 წელს
AP Photo/Timothy D. Easley

უილი ნელსონი, რომელიც აპრილში 90 წლის გახდება, მთავარი გმირია 5-ნაწილიანი დოკუმენტური ფილმისა, რომლის პრემიერაც სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. როგორც ფილმის ერთ-ერთი რეჟისორი თომ ზიმნი ამბობს, „უილი ნელსონი და ოჯახი” ეს არის პორტრეტი საკულტო პერსონისა, რომელმაც სილამაზითა და ბრძოლით სავსე მდიდარი ცხოვრებით იცხოვრა. 

ფილმი წარმოაჩენს ნელსონის პერსონას, რომელიც ბავშვობაში ისეთივე მომღერალ კოვბოიობაზე ოცნებობდა, როგორებსაც ფილმებში ხედავდა. მალე კი მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული მომღერალი, მსახიობი და ავტორი გახდა, რომელმაც ტრაგედიებისა და ტრიუმფის დეკადები განვლო.  

„მამა უსახლკარო იყო. სახლი დაეწვა. ოთხჯერ იყო ქორწინებაში. ჰქონდა აღმასვლები და დაღმასვლები. განადგურდა. დაკარგა შვილი… აი, ეს ყველაფერია, რაც მას ჩემს შთაგონების წყაროდ აქცევს – მისი შეუპოვრობა განსაცდელის ჟამს” – ამბობს ნელსონის ვაჟიშვილი, ლუკას ნელსონი.

„ჩემს თავს უილის ამბავთან ბევრ დონეზე ვაკავშირებ” – ამბობს თომ ზიმნი. „Ნელსონის მუსიკა ძალიან კინემატოგრაფიულია და მისი ამბავი გვიყვება ადამიანზე, რომელიც მუსიკასთან ძალიან ღრმადაა დაკავშირებული. Რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდა ნდობა და მხარდაჭერა ოჯახისგან, რომ დავმსხდარიყავით უილისთან ერთად და აღმოგვეჩინა მისი ცხოვრების განსხვავებული ეპიზოდები.”

როგორც ფილმის მეორე რეჟისორი ორენ მოვერმანი აღნიშნავს, ფილმის მონახაზი პანდემიამაც განაპირობა. „ამ ჩაკეტილობამ მოგვცა საშუალება, რომ ღრმად შევსულიყავით და ჩაგვეყვინთა მის ისტორიაში. ვიცოდით რა, თუ როგორ უყვარს უილი ხალხს და როგორ ზრუნავენ მასზე, ჩვენ ვგრძნობდით პასუხისმგებლობას, რომ მათთვის მისი რეალური ცხოვრება გვეჩვენებინა. რეალური ცხოვრება კი მოიცავს ბნელ მომენტებსაც. ეს არ არის მხოლოდ იმის ჩვენება, თუ როგორი მხიარულია უილი. Მის ცხოვრებაში ნამდვილი ბრძოლები და დრამატული მომენტები იყო. ჩვენი დიდი პრივილეგია კი ის იყო, რომ უილი ამის შესახებ ბოლომდე გაგვეხსნა. Მან და მისმა მეუღლე ენიმ უბრალოდ გაგვიღეს სახლის კარი და გვითხრეს: მოდი ვისაუბროთ.”

ფილმი ნელსონის ამჟამინდელ და ასევე ძველ ინტერვიუებს მოიცავს. 

მიუხედავად იმისა, რომ „უილი ნელსონი და ოჯახი” მომღერლის ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს ეხება, საერთო ჯამში ნაკლებ თანმიმდევრული და ქრონოლოგიურია. ეს უფრო ექსკურსიაა უილის სამყაროში, ამბობენ რეჟისორები. „უილის სამყაროს დინებას უნდა მიჰყვე, სადაც ამ წერტილებს შეაერთებ და საბოლოოდ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანთან მიხვალ” –  ამბობს მოვერმანი. „უილი ნელსონი არის ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ მუსიკის ყველა ჟანრი, არამედ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებიც კი გააერთიანა. ყველა კონფლიქტის ყველა მხარე. ასე რომ, დიახ, ჩვენ ის გვჭირდება. ჩვენ მისი განკურნების ძალა გვჭირდება.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსი, 2021 წლის 14 მარტს, ლოს ანჯელესში, 63-ე გრემის დაჯილდოებაზე ფოტო: კევინ უინთერი

ჰარი სტაილს კონცერტის დროს შარვალი შემოეხა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი