ედ შირანი სოციალურ მედიას დაუბრუნდა

გამოქვეყნებულ ვიდეოში ედ შირანმა თაყვანისმცემლებს უთხრა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები ჰქონდა.

ედ შირანი სოციალურ მედიას ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოთი დაუბრუნდა. 

„მოგესალმებით ყველას. გავაცნობიერე, რომ ბოლო წლების განმავლობაში სოციალურ მედიაში ჩართული არ ვიყავი და თაყვანისმცემლებს ონლაინ არ ვეკონტაქტებოდი. მასალა, რომელიც ქვეყნდებოდა ამ ანგარიშზე, შესაძლოა, მოსაწყენი ყოფილიყო თქვენთვის. ვწუხვარ, ეს ჩემი ბრალია“ -თქვა შირანმა ვიდეო მიმართვისას –  „მიზეზი, რატომაც ამ ვიდეოს ვწერ, არის ის, რომ მინდა თქვენთან გულწრფელი ვიყო. პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები მქონდა. სწორედ ამის გამო არ მინდოდა ინტერნეტ სივრცეში ვყოფილიყავი” – აღნიშნა მომღერალმა. 

Პოპ ვარსკვლავი თაყვანისმცემლებს დაჰპირდა, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით, მათთან კომუნიკაცია ხშირად ექნება . 

ედ შირანი ცნობილი არტისტების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც სოციალური ქსელების გამოყენებაზე უარი თქვეს. შირანმა თავისი ოფიციალური ანგარიშები არ გააუქმა, თუმცა მართვა მენეჯმენტის გუნდს გადააბარა. 

ნახეთ ედ შირანის ვიდეო, რომელიც მომღერალმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაიკლ ჯექსონი - 1988 წელი: ფოტო კევინ მაზური

მაიკლ ჯექსონის ძმისშვილი ჯაფარ ჯექსონი მომღერალს ბიოგრაფიულ ფილმში განასახიერებს

შემდეგი სტატია

ეშტონ კატჩერმა ჰარი სტაილსს ბოდიში მოუხადა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი