რიანა მეორე შვილს ელოდება

რიანას პირველი შვილი 2022 წლის მაისში, რეპერ A$AP Rocky-სგან შეეძინა.


რიანა ორსულად არის და მეორე ბავშვს ელოდება. ვარსკვლავის წარმომადგენელმა ეს ამბავი The Hollywood Reporter-ს, Super Bowl-ის ფინალის მუსიკალური შოუს შემდეგ, ოფიციალურად დაუდასტურა. 

Super Bowl–ის მუსიკალურ შოუზე ვარსკვლავი წითელ კოსტიუმში გამოჩნდა, რომელშიც ორსულისათვის დამხასიათებელი გაზრდილი მუცელი ეტყობოდა. სანახაობრივ შოუზე რიანამ თავისი ჰიტები შეასრულა.  

აღსანიშნავია, რომ რიანას პირველი შვილი 2022 წლის მაისში, რეპერ A$AP Rocky-სგან შეეძინა. 

თამაშის წინ, სპორტულ ჟურნალისტთან და ტელეწამყვანთან – ნეით ბურლსონთან ინტერვიუში რიანამ მიანიშნა, რომ ფანებისათვის სიურპრიზს ამზადებდა. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა,რომ ეს სიურპრიზი არც ახალი სინგლის წარდგენა იყო და არცშოუს მსვლელობისას სცენაზე სპეციალური  მუსიკალური სტუმრის მოწვევა. 

„ვფიქრობ, ვინმეს მოვიწვევ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, ვნახოთ“ –  განაცხადა მან დამაანონსებელ ინტერვიუში. 

Super Bowl-ის პირველი ტაიმის შემდეგ, ბურლსონმა twitter-ზე დაწერა – „როდესაც რიანამ მითხრა, რომ შოუზე მოულოდნელი სტუმარი გამოჩნდებოდა, გადავწყვიტე ფსონს ჩამოვსულიყავი, რომ ეს სტუმარი ბავშვი იქნება“ – მალევე კი ტელეწამყვანმა საკუთარ პოსტზე თავადვე დაწერა კომენტარი – „ბინგო!“Super Bowl-მდე რამდენიმე დღით ადრე, Apple Music-ის სპეციალურ პრეს კონფერენციაზე რიანამ აღნიშნა – „როდესაც დამირეკეს და შოუზე მონაწილეობა შემომთავაზეს, მე ვკითხე – დარწმუნებული ხართ? სამი თვის წინ ვიმშობიარე, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ახლა უნდა მივიღო? შესაძლოა, მოგვიანებით ვინანო. თუმცა, როდესაც დედა ხდები, რაღაც იცვლება და გრძნობ, რომ შეგიძლია, მსოფლიო დაიპყრო.  Super Bowl ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შოუა. მასში მონაწილეობა საშიში ჩანდა, იქიდან გამომდინარე, რომ შვიდი წელია სცენაზე არ ვდგავარ. თუმცა ამავდროულად, ამ ყველაფერში რაღაც ამაღელვებელი გამოწვევა  იყო...“ – აღნიშნა რიანამ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიული ჩოხელი

მოგზაურობა ჯაზის სამყაროში – ინტერვიუ ჯაზის ლეგენდასთან გიული ჩოხელთან

შემდეგი სტატია

Super Bowl-ის ისტორიულ მომენტად შერილ ლი რალფის შესრულებული Lift Every Voice and Sing იქცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი