Super Bowl-ის ისტორიულ მომენტად შერილ ლი რალფის შესრულებული Lift Every Voice and Sing იქცა

შერილ ლი რალფი პირველი შავკანიანია, რომელმაც Super Bowl-ის მინდორზე შავკანიანთა ეროვნულ ჰიმნად წოდებული კომპოზიცია ფინალური თამაშის დაწყების წინ შეასრულა.

Super Bowl-ის 2023 წლის ფინალზე შერილ ლი რალფმა კომპოზიცია, სახელწოდებით Lift Every Voice and Sing შეასრულა. არტისტმა ძლიერი შესრულება უამრავი მაყურებლის წინაშე, გუნდთან და ჟესტების ენის შემსრულებელი ჯასტინა მაილსის დახმარებით წარმოადგინა. 

Lift Every Voice and Sing ჯეიმს უელდონის დაწერილი კომპოზიციაა. მას ხშირად „შავკანიანთა ეროვნული ჰიმნის“ სახელითაც მოიხსენიებენ, რადგან სიმღერის ტექსტი შავკანიანთა უფლებების საზეიმო და იმედისმომცემ შეძახილს გამოხატავს. „ფერადკანიანი ხალხის ეროვნული ასოციაციის“ (NAACP) მიხედვით, ჰიმნი გასული საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში, სამოქალაქო უფლებების მოძრაობისას შავკანიანთან საპროტესტო მარშის დანიშნულებას ასრულებდა. 

შერილ ლი Რალფმა ამ გამოსვლით Super Bowl-ის ისტორიაში პრეცედენტი შექმნა, ის გახდა პირველი შავკანიანი, რომელმაც Lift Every Voice and Sing თამაშის წინ, სტადიონზე შეასრულა. შავკანიანთა ჰიმნად აღიარებული კომპოზიცია პირველად ორი წლის წინ შესრულდა. კომპოზიცია ალიშა კისმა იმღერა. თუმცა, 2023 წლისაგან განსხვავებით, ის წინასწარ იყო ჩაწერილი და ეთერში ტელე მაუწყებლობის დროს გავიდა. 

ნახეთ ვიდეო, რომელშიც შერილ ლი რალფი Lift Every Voice and Sing -ს ასრულებს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რიანა მეორე შვილს ელოდება

შემდეგი სტატია

Super Bowl-ის ეთერისათვის მომზადებულ Dunkin-ის რეკლამაში ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი მონაწილეობენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი