სელენა გომესის გამომწერთა რიცხვმა 381 მილიონს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას Instagram-ზე დარეგისტრირებულ ქალებს შორის, ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს. გომესმა ამ მაჩვენებლით გაუსწრო კაილი ჯენერს, რომელიც ამჟამად 380 მილიონ მომხმარებელს ჰყავს გამოწერილი.
სელენა გომესი პირველ ადგილს მხოლოდ ქალ მომხმარებლებს შორის იკავებს. რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს – ადამიანი, რომელსაც Instagram-ზე ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს, ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა. Მისი გამომწერების რიცხვი 551 მილიონია. Instagram-ის ყველაზე პოპულარულ პერსონებს შორის არის საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთი ვარსკვლავი ლიონელ მესი, რომლის ანგარიში 432 მილიონ მომხმარებელს აქვს გამოწერილი.
სელენა გომესი Instagram-ს აქტიურად იანვარში დაუბრუნდა და მასალის გამოქვეყნება თავადვე დაიწყო. ამ დრომდე, ანგარიშის მართვის უფლება თავისი წარმომადგენელი გუნდისათვის ჰქონდა გადაცემული. როგორც ვარსკვლავმა განმარტა, მან აპლიკაცია ოთხი წლის წინ წაშალა, რადგანაც სოციალურ მედიასთან არაჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა.
„რაღაც დროს, Instagram მთელი ჩემი სამყარო გახდა და ამან მართლაც საშიში ფორმა მიიღო. ჩემს ადრეულ წლებში ვფიქრობდი, რომ საკმარისად ლამაზი არ ვიყავი. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმაჩნდა, რომ მაკიაჟი ჩემთვის აუცილებელი იყო და არ მსურდა, რომ მის გარეშე ოდესმე ვინმეს ვენახე.“ – აღნიშნა სელენა გომესმა InStyle-თან საუბრისას.
„სოციალური მედიისაგან პაუზის აღება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე ჩემი მენტალური ჯანმრთელობისათვის მიმიღია. როცა ტელეფონი გადავდე, უსარგებლო სიძულვილმა ჩემი ცხოვრება დატოვა. არის მომენტები, როცა უცნაური შეგრძნებები მიბრუნდება, თუმცა ახლა საკუთარ თავთან ბევრად უკეთესი დამოკიდებულება მაქვს.“ – თქვა მომღერალმა ინტერვიუში.