Cardi B-ის სთხოვეს, ორსული რიანასთვის რაიმე ერჩია

ფოტო: Arturo Holmes/GI for Whipshots

გამოცემა TMZ-იმ ჰიპ ჰოპ არტისტ ქარდი ბის სთხოვა, მომღერალ რიანასთვის რაიმე ერჩია, რადგანაც ბარბადოსელი უახლოეს პერიოდში შვილს ელოდება.

“დედობა ბუნებრივად მოდის. მართლა ასეა. ბევრმა ადამიანმა შეიძლება, მოგცეს რჩევები. მაგრამ რეალურად, როდესაც ბავშვი მუცელშია, დედობრივი ინსტინქტი უკვე გაღვიძებულია”, – აღნიშნა 29 წლის რეპერმა.

ქარდის ჯგუფ Migos-ის წევრ Offset-ისგან ორი შვილი, 3 წლის გოგონა, ქალჩა ქიარი სეფასი და 8 თვის ვაჟი, ვეივ სეთ სეფასი ჰყავს. მუსიკოსმა კომენტარი კარიერის შესაძლო დასრულებაზეც გააკეთა.

“მუსიკას არასოდეს დავტოვებ. ის ჩემი პური და კარაქია. ვინ შეწყვეტს კარაქიანი პურის ჭამას?”, – განაცხადა ქარდიმ.

ნიუ იორკელმა ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს მან ჰიტი Bodack Yellow გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში ზედიზედ სამი კვირა დაჰყო. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის წამყვან პოზიციაზე გავიდა. სინგლი ბრილიანტის სტატუსის მფლობელიც გახდა, რამაც ქარდი ამ მიღწევის მქონე პირველ ქალ რეპერად აქცია. 2019 წელს მუსიკოსის სამმაგი პლატინის მფლობელმა სადებიუტო ჩანაწერმა Invasion Of Privacy გრემის დაჯილდოებაზე “წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის” კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალმა სოლო არტისტმა აღნიშნული ნომინაცია მოიგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Future და Drake კლიპს Wait For U ავრცელებენ

შემდეგი სტატია

ნახეთ: BTS კრებულის Proof ტრეკლისტს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

GloRilla 2024 წლის MTV-ის დაჯილდოებაზე, 11 სექტემბერი, ნიუ იორკი. დიმიტრიოს კამბურისი /Getty Images

„Billboard Unfiltered“ ყველაზე პოპულარული ქალი რეპერების სიას განიხილავს. გაეცანით 2025 წლის მუსიკალურ პროგნოზებს

„Billboard Unfiltered“ 2024 წლის ბოლო ეპიზოდში ახალი სახეები გამოჩნდნენ, სადაც არტისტ GloRilla-ზეც ისაუბრეს
მეტი

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი