სნუპ დოგის Missionary „ბილბორდის” რამდენიმე ჩარტის ტოპ ათეულშია

ალბომი პირველად მოხვდა ტოპ გაყიდვადი ალბომების, ტოპ R&B/ჰიპ-ჰოპ ალბომებისა და ტოპ რეპალბომების ათეულში.
სნუპ დოგი
Ramona Rosales

სნუპ დოგის ალბომი Missionary „ბილბორდის” რამდენიმე ჩარტის ტოპ ათეულში შევიდა. ჩანაწერი პირველად მოხვდა ტოპ გაყიდვადი ალბომების (მე-7 ადგილზე), ტოპ R&B/ჰიპ-ჰოპ ალბომებისა (მე-7 ადგილზე) და ტოპ რეპალბომების (მე-3 ადგილზე) ლიდერ ათეულში. Billboard 200-ში კი ის მე-20 ადგილს იკავებს. 

Missionary სნუპ დოგის პირველი ალბომია Dr. Dre-ს პროდიუსერობით მათი 1993 წლის წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ სნუპის სადებიუტო ალბომზე Doggystyle.

„ბილბორდის” ტოპ გაყიდვადი ალბომების ჩარტი წარმოადგენს ყველაზე გაყიდვადი ალბომების ყოველკვირეულ რეიტინგს. ჩარტის ისტორია 1991 წლის 25 მაისს იწყება და დაფუძნებულია მხოლოდ ტრადიციულ გაყიდვებზე. აღნიშნულ ჩარტში ეს სნუპ დოგისთვის ბოლო 15 წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ჩარტის პირველ ადგილს 180 000 გაყიდული ალბომით Stray Kids-ის HOP იკავებს. მას მოსდევს ტეილორ სვიფტი ალბომით The Tortured Poets Department (50 000 გაყიდული ალბომით), შემდეგ Wicked-ის საუნდტრეკის ალბომი (29 000 გაყიდული ერთეულით), ჩეპელ როუნის The Rise and Fall of a Midwest Princess (28 000 ერთეულით) და საბრინა კარპენტერის Short n’ Sweet (26 000 გაყიდული ალბომით). სნუპ დოგის Missionary-ს გაყიდვებმა კი ამ კვირას 20 500 ერთეული შეადგინა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

NFL Halftime Show-ზე გამოსვლამდე ბიონსე ნეტფლიქსის შესახებ სახუმარო ვიდეოს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

არიანა გრანდემ მანჩესტერის საავადმყოფოებში მყოფ ბავშვებს საშობაო საჩუქრები გადასცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი