ახალ სარჩელში Diddy-ს 10 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

რეპერს ბრალად ედება Making the Band-ის 17 წლის კონკურსანტზე ძალადობაც.
Diddy
MEGA/GC Images

Diddy-ს წინააღმდეგ კიდევ ორი ახალი სარჩელი შევიდა. ერთ-ერთი მათგანი რეპერს 10 წლის ბიჭის ნარკოტიკებით მოწამვლასა და მასზე სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს. სარჩელის თანახმად, შემთხვევა 2005 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს ოთახში მოხდა.

სასამართლოში შესულია მეორე სარჩელიც, რომელიც კომბსს 2008 წელს Making the Band-ის 17 წლის კონკურსანტზე ძალადობაში ადანაშაულებს. 

რეპერის ადვოკატები ახალ ბრალდებებს უარყოფენ და მოსარჩელეების ადვოკატ ენთონი ბაზბის, რომელიც სასამართლოში Diddy-ს მიერ სხვა დაზარალებულებსაც წარმოადგენს, სახელის მოხვეჭის მცდელობაში ადანაშაულებენ. 

კომბსის იურიდიული გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „სიმართლე სასამართლო დარბაზში გამჟღავნდება, რომ ბატონ კომბსს არასდროს არავისზე უძალადია სექსუალურად, იქნება ეს კაცი, ქალი, ზრდასრული თუ მცირეწლოვანი.” 

თავად 54 წლის რეპერი კი 16 სექტემბრის შემდეგ ნიუ-იორკის საპატიმროში იმყოფება და წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.

10 წლის ბიჭი, რომლის ვინაობაც იდენტიფიცირებული არ არის, სარჩელის თანახმად, მსახიობი და რეპერი იყო, რომელიც მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შესახვედრად მშობლებთან ერთად კალიფორნიაში ჩავიდა. კომბსთან მოსმენაზე მისულს კი მას ნარკოტიკებით მოწამლული გაზიანი სასმელი მისცეს, რის შემდეგაც რეპერმა მასზე სექსუალურად იძალადა. საბოლოოდ ბიჭმა გონება დაკარგა. ხოლო როცა გონს მოვიდა, Diddy-მ ის დააშინა, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში, მის მშობლებს ზიანს მიაყენებდა. 

რაც შეეხება მეორე სარჩელს, მასში 17 წლის ასევე ანონიმური მამაკაცი ამბობს, რომ კომბსმა მასთან და მის დაცვასთან სექსუალური აქტი აიძულა. შემთხვევა Making the Band-ის სამდღიანი კასტინგის პერიოდში მოხდა – შოუს, რომლის პროდიუსერიც Diddy იყო. მას შემდეგ კი, რაც კონკურსანტი რეპერს არ დაეთანხმა, მისი, თქმით, ის კონკურსიდან გაუშვეს, რის შემდეგაც შვიდი წლის განმავლობაში მუსიკალურ ინდუსტრიაში დაბრუნება ვეღარ შეძლო. 

სარჩელები ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოში გენდერული მოტივით ძალადობის მსხვერპლთა დაცვის აქტის ქვეშ შევიდა, რომელიც ძალადობის მსხვერპლებს საშუალებას აძლევს, იჩივლონ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმის ხანდაზმულობის ვადა უკვე გასულია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯერემი ალენ უაიტი ოქროს გლობუსის 81-ე დაჯილდოებაზე, 2024 წლის 7 იანვარი, ბევერლი ჰილზი, კალიფორნია. ფოტო: დენ დოპერალსკი / /Golden Globes 2024/Golden Globes 2024 via Getty Images

მსახიობი ჯერემი ალენ უაიტი ფილმში Deliver Me From Nowhere ბრიუს სპრინგსტინის როლს ასრულებს

შემდეგი სტატია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი