ნახეთ: Future და Drake კლიპს Wait For U ავრცელებენ

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტები, Future და Drake კოლაბორაციულ ტრეკზე Wait For U გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. სიუჟეტი შუასაუკუნეების რომანტიკულ “თქმულებას ტოქსიკურ მეფეზე” მოგვითხრობს, რომელშიც მეფე დედოფალს ტოვებს და ომში საბრძოლველად მიდის.

მოუსმინეთ: Future ალბომს I NEVER LIKED YOU ავრცელებს

“იყო და არა იყო რა, იყო ერთი ტოქსიკური მეფე, რომელიც ომში წავიდა და დედოფალი დატოვა”, – ასე იხსნება ვიდეო.

პირველი ბრძოლის მოგების შემდეგ მეფემ ნადიმი გამართა, სადაც მრავალი ქალი ახლდა, მათ შორის არ ყოფილა დედოფალი. ეს უკანასკნელი მონარქის კარზე მყოფ ერთ-ერთ სარდალს უყვარდა, რომელმაც ქალს ღალატის შესახებ აცნობა, რის შემდეგაც დედოფალმა მეფეს განქორწინების უსტარი გაუგზავნა. კლიპში დრეიქი მეფე Future-ს ნდობით აღჭურვილი პირი და შიკრიკია, რომელიც ჯერ ერთ-ერთი ქალწულის გადარჩენას, შემდეგ კი დედოფალთან გრაგნილის მიტანას ახერხებს: “კარგად ვარ, საყვარელო. გაერთე”.

Wait For U რეპერ Future-ს რიგით მეცხრე სტუდიურ ალბომში I Never Liked You შედის, რომელიც 29 აპრილს გამოიცა. ეს პირველი ნამუშევარია 2020 წლის ჩანაწერის High Off Life შემდეგ.

ატლანტელმა ნეივადიუს უილბერნმა, ფსევდონიმით Future, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის თრეფ მუსიკაში ვოკალური ეფექტებისა და მელოდიების გამოყენების პიონერად მიიჩნევა. გრემის მფლობელ შემსრულებელს დღემდე ცხრა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, მათ შორის შვიდი Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა. მას აგრეთვე არაერთი წარმატებული კოლაბორაციული ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკ ქეივის ვაჟი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Cardi B-ის სთხოვეს, ორსული რიანასთვის რაიმე ერჩია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტს ყოფილი თანამშრომელი უჩივის

ტონი საქსონი ამბობს, რომ უესტმა მას დასვენების საშუალება არ მისცა მას შემდეგ, რაც რეპერის მალიბუს სახლის მშენებლობისას ზურგის დაზიანება მიიღო. ასევე არ გადაუხადა დაპირებული ანაზღაურება.
მეტი

დრეიკმა კონცერტების დროს სცენაზე ნასროლი ბიუსტჰალტერების კოლექცია გააზიარა

ფანებმა ბიუსტჰალტერები სხვადასხვა კონცერტის მსვლელობისას მაშინ ისროლეს, როცა არტისტი სცენაზე ტრეკებს ასრულებდა.
მეტი

თუფაქ შაკურის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, მისი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

ლას ვეგასის პოლიციის განცხადებით, ჩხრეკა ორშაბათს, ქალაქ ჰენდერსონის მიმდებარედ ჩატარდა.
მეტი

ბრუკლინის საჯარო ბიბილიოთეკაში Jay-Z-ისადმი მიძღვნილი გამოფენა – The Book of HOV გაიხსნა

გამოფენა 14 ივლისს გაიხსნა და ის დამთვალიერებელს რეპერის ცხოვრებასა და შემოქმედებას წარუდგენს.
მეტი