მორისის ოფიციალურ ვებ გვერდზე მომღერალმა ორშაბათს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მისი მომავალი ალბომის გამოსვლის თარიღი გადაიწევს.
„ალბომი Bonfire of Teenagers-ის გამოსვლა თებერვლის თვეში იყო დაგეგმილი, თუმცა კრებულის გამოსვლა გვიანდება. მისი ბედი კი ექსკლუზიურად Capitol Records-ის ხელშია“ – ნათქვამია განცხადებაში. დეტალური ინფორმაციისთვის ბილბორდი ხმის ჩამწერ სტუდიას – Capitol-ს დაუკავშირდა.
ალბომი 2020 წლის I Am Not a Dog on a Chain-ის გაგრძელებაა. გავრცელებული ინფორმაციით ის 2021 წლის შუა პერიოდში ენდრიუ უოტის პროდიუსერობით დასრულდა. ალბომზე ასევე მუშაობდნენ – Red Hot Chili Peppers-ის დრამერი ჩად სმიტს, ბასისტი ფლეა, და RHCP-ის ყოფილი გიტარისტი ჯოშ კლინგჰოფერსი. სტუმრის სტატუსით კი მოწვეულნი იყვნენ მაილი სიარუსი და იგი პოპი.
მორისიმ ჯერ არ გამოსული ალბომის რამდენიმე სიმღერის დებიუტი, სხვადასხვა ტურნეზე უკვე შეასრულა. მათ შორისაა Rebels Without Applause, Sure Enough, the Telephone Rings, Kerouac’s Crack, I Am Veronica, I Live in Oblivion და Saint in a Stained Glass Window.