ჯონ ბატისტი თეთრ სახლში გამართულ სახელმწიფო ვახშამზე იმღერებს

ფორმალური შეხვედრა შესაბამისი ეტიკეტის დაცვით წარიმართება. წელს ეს კიდევ ერთი ღონისძიებაა, რომელიც თეთრი სახლის საკმაოდ დატვირთულ სეზონზე ჩატარდება.

მუსიკოსი ჯონ ბატისტი თეთრ სახლში, ჯო ბაიდენის პირველ სახელმწიფო ვახშამზე იმღერებს. მიღება, რომელიც ხუთშაბათს არის დაგეგმილი, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის პატივსაცემად იმართება. ვახშამი შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის მეგობრობას ეძღვნება. 

„არტისტი, რომელიც სცდება თაობების საზღვრებს. ჯონ ბატისტის მუსიკა ადამიანებს შთააგონებს და აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ სწორედ ის წარდგება თეთრ სახლში ჯო ბაიდენის პირველ სახელმწიფო ვახშამზე“ – განაცხადა შეერთებული შტატების პირველი ლედის – ჯილ ბაიდენის პრეს სპიკერმა, ვანესა ვალდივიამ, რომელიც ღონისძიების ორგანიზების დეტალებს მეთვალყურეობს.

ფორმალური შეხვედრა შესაბამისი ეტიკეტის დაცვით წარიმართება. ეს კიდევ ერთი ღონისძიება იქნება, რომელიც წელს თეთრი სახლის საკმაოდ დატვირთულ სეზონზე ჩატარდება. ნოემბრის დასაწყისში, თეთრ სახლში ბაიდენის შვილთაშვილის, ნაომის საქორწილო ცერემონია გაიმართა. რამდენიმე დღის წინ კი, ჯილ ბაიდენმა საპრეზიდენტო რეზიდენციის სადღესასწაულო დეკორაცია წარადგინა. 

ჯონ ბატისტმა  წელს ხუთი გრემი მიიღო, მათ შორის ნომინაციაში – „წლის ალბომი“. არტისტი აღნიშნულ ნომინაციაში დაჯილდოვდა ალბომისათვის – We Are. 36 წლის ჯონ ბატისტი დიდი ხნის განმავლობაში სატელევიზიო პროექტის, The Late Show with Stephen Colbert-ის მუსიკალური ხელმძღვანელი და ბენდის ლიდერი იყო. შოუ მან რამდენიმე თვის წინ, შვიდ წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა. 

ჯონ ბატისტი Pixar-ის ცნობილი ანიმაციური ფილმის Soul-ის კომპოზიტორი და არანჟირების ავტორია. ანიმაციის მუსიკალურ გაფორმებაზე მან Nine Inch Nails-ის ტრენტ რეზნორთან და ატიკუს როსთან ერთად იმუშავა, რისთვისაც არტისტებმა ოქროს გლობუსიც მოიპოვეს ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკალური გაფორმება“. ტრიომ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოც მიიღო. ამავე ნამუშევრისათვის მუსიკოსებმა ასევე დაიმსახურეს „გრემი“.

თეთრი სახლის სახელმწიფო ვახშამზე ბატისტის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, პირველმა The Washington Post-მა გაავრცელა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კენდრიკ ლამარი ფილმში "We Cry Together"

კენდრიკ ლამარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის We Cry Together-ის შესახებ საუბრობს და იმედი აქვს, რომ  2023 წლის „ოსკარის“ დაჯილდოებაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაშიც წარადგენენ

შემდეგი სტატია

Paramore ფოტო: Elke

2023 წლის  Bud Light Super Bowl Music ფესტივალზე მთავარი გამომსვლელებად Paramore, Imagine Dragons და Kane Brown წარდგებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი