კენდრიკ ლამარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის We Cry Together-ის შესახებ საუბრობს და იმედი აქვს, რომ  2023 წლის „ოსკარის“ დაჯილდოებაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაშიც წარადგენენ

მუსიკოსი 2019 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის All the Stars-თვის იყო წარდგენილი.
კენდრიკ ლამარი ფილმში "We Cry Together"
კენდრიკ ლამარი ფილმში “We Cry Together”

2023 წლის ოსკარის დაჯილდოებამდე დეკემბერში, ე.წ. მოკლე სიის (Short List) კენჭისყრა გაიმართება. კენდრიკ ლამარმა ჟურნალ Variety-თან საუბრისას მოკლემეტრაჟიანი ფილმის We Cry Together-ის შესახებ ისაუბრა.  

ფილმი  We Cry Together  კენდრიკ ლამარის და ტეილორ პეიჯის ურთიერთობას აღწერს. ფილმში ტოქსიკურობის, დაუცველობის განცდა საზღვრებში და ჩარჩოებში აქცევს ადამიანს. თუ ფილმი ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში იქნება წარდგენილი, ის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში მოხვდება.

„ფილმი ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, რამაც  საშუალება მომცა, რასაც ვწერდი და ვქმნიდი, იქ რეალური ვყოფილიყავი. ეს რეალობა და სინამდვილის განცდა კი, ფილმში ტეილორ პეიჯთან ერთად განვიცადე. მახსოვს, როდესაც პერსონაჟს ვქმნიდი და ვთამაშობდი, ვფიქრობდი, რომ ჩემში რაღაც ახალი იღვიძებდა. მისგან ენერგიას, ვნებას ვიღებდი და ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი ცოცხალი, პირდაპირი და ნამდვილი იყო.“ თქვა კენდრიკ ლამარმა.

კენდრიკ ლამარმა ფილმი დეივ ფრისა და ჯეიკ შრაიერთან ერთად გადაიღო. ინტერვიუს დროს დეივ ფრიმ აღნიშნა: „როდესაც ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ, კენდრიკს სურდა ისეთ თემებს შეხებოდა, რომელსაც ჩვენ, საზოგადოება, თითქოს და თავს ვარიდებთ.”

ლამარის თქმით, ფილმი თავისუფლების საშუალებას აძლევდა: „როგორც პიროვნება, ბევრად უფრო თავისუფალი ვიყავი. ჩემი შიშების წინ ვიდექი და რისი თქმაც და გამოხატვაც მინდოდა, ზუსტად იმას ვაკეთებდი, უბრალოდ მხატვრულად. ამ ყველაფერმა საშუალება მომცა ჩემს ჭეშმარიტებაში უფრო ღრმად ჩამეხედა.“

ოსკარის ნომინაციაში საუკეთესო Live მოქმედების კატეგორიის „მოკლე სიაში“ (Short List), მხოლოდ ათი ფილმი მოხვდება. ფინალურ „ოსკარის“ დაჯილდოებამდე, ეს სია კიდევ შემცირდება და საბოლოოდ ხუთი ნომინანტი წარგება. საბოლოო სია კი, ოცდაერთ დეკემბერს გახდება ცნობილი. 

კენდრიკ ლამარი 2019 წელს Black Panther-ს სიმღერა All the Stars-თვის, ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში უკვე იყო წარდგენილი. 

კენდრიკ ლამარი და დეივ ფრიი გრემის დაჯილდოებაზე სიმღერისთვის The Heart Part 5 საუკეთესო მუსიკალური ვიდეოს კატეგორიაშიც არიან წარდგენილნი. ხუთი წლის წინ კი, ამავე კატეგორიაში, Humble-თვის შექმნილი ვიდეო კლიპისთვის კენდრიკ ლამარმა და დეივ ფრიიმ გაიმარჯვეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bad Habitz-მა ალბომის She Gets It გარემიქსებული EP გამოუშვა

შემდეგი სტატია

ჯონ ბატისტი თეთრ სახლში გამართულ სახელმწიფო ვახშამზე იმღერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კირა ნაიტლი ფილმიდან Pride & Prejudice/ Courtesy Everett Collection

ფილმ Pride & Prejudice-ის 20 წლის იუბლესთან დაკავშირებით ვინილი გამოიცა, რის შემდეგაც ფილმის საუნდტრეკი ჩარტების სათავეში მოექცა

ფილმის საუნდტრეკი ვინილის რელიზის შემდეგ პირველად კლასიკური ალბომების ჩარტების სათავეში მოექცა.
მეტი
გიორგი მიქაძე photo: Jean-Baptiste Millot 2023 – Jardin Du Luxembourg Paris, France

ქართველი მუსიკოსი გიორგი მიქაძე ოფიციალურად გრემის Recording Academy-ს ჟიურის წევრი გახდა

„ეს ნიშნავს, რომ უკვე მაქვს შესაძლებლობა გრემის ჯილდოზე ხმის მიცემის, მუსიკოსების მხარდაჭერის და ჩემი ჩანაწერების წარდგენის გრემიზე.“ - გიორგი მიქაძე
მეტი
რინგო სტარი 2024 წლის 15 ნოემბერი ლოს-ანჯელესი. ფოტო: Kevin Winter/Getty Images

რინგო სტარმა რეჟისორ სემ მენდესს Beatles-ის ბიოგრაფიული ფილმის სცენარში კორექტივების შეტანა სთხოვა

Beatles-ის დრამერის თქმით, სცენებში, სადაც მისი პირველი ცოლია წარმოჩენილი, კორექტირება გახდა საჭირო, რათა ყველაფერი ზუსტად ყოფილიყო ასახული.
მეტი
რობერტ დე ნირო 2025 წლის 17 მარტი, ნიუ იორკი. ფოტო: სინდი ორდი /Getty Images for SiriusXM

რობერტ დე ნირომ დაადასტურა, რომ არიანა გრანდე ოფიციალურად შეუერთდება Meet the Parents 4-ის გუნდს

ლეგენდარულმა მსახიობმა იხუმრა კიდეც, რომ სერიალის მეოთხე ნაწილში ის ოსკარზე ნომინირებულ Wicked-ის ვარსკვლავთან ერთად იმღერებს.
მეტი

კენდრიკ ლამარი, SZA და კრის ბრაუნი 2025 წლის BET Awards-ის რეკორდსმენები გახდნენ

ლუთერ ვანდროსი ფანებმა ორ კატეგორიაში გაიხსენეს: გარდა იმისა, რომ Luther-მა საუკეთესო კოლაბორაციაში გაიმარჯვა, დოკუმენტური ფილმი Luther: Never Too Much საუკეთესო ფილმად დასახელდა.
მეტი