Fleetwood Mac-ის კრისტინ მაკვი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მუსიკოსი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
Fleetwod Mac, 1977 წელი
Richard Creamer/Michael Ochs Archives/Getty Images

კრისტინ მაკვი, Fleetwood Mac-ის წევრი და ვოკალისტი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ოჯახმა ფეისბუქზე გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მუსიკოსი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

„გთხოვთ, ამ ძალიან მტკივნეულ დროს პატივი სცეთ ოჯახის პირად სივრცეს. ვისურვებდით, რომ კრისტინი ყველას გულებში დარჩეს, რომ გახსოვდეთ საოცარი ადამიანისა და მუსიკოსის ცხოვრება, რომელიც ყველას უყვარდა.”

სამწუხარო ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მაკვის ბენდის მეგობრებმა ტვიტერზე  საერთო განცხადება გაავრცელეს. „არ არსებობს სიტყვები, რომლითაც ჩვენს მწუხარებას გამოვხატავთ. კრისტინი მართლაც განსაკუთრებული და უსაზღვროდ ნიჭიერი იყო. ის იყო საუკეთესო მუსიკოსი, ვინც კი შეიძლება ბენდში გყოლოდა და საუკეთესო მეგობარი, ვინც კი შეიძლება ცხოვრებაში გყოლოდა. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ცხოვრება მასთან ერთად გავატარეთ. სათითაოდ და ერთად, ჩვენ ძალიან ვაფასებდით კრისტინს და მადლობელი ვართ იმ საოცარი მოგონებებისთვის, რაც მასთან გვაკავშირებს. ძალიან მოგვენატრება.”

კრისტინ მაკვი წარმატებული მუსიკოსი იყო როგორც სოლო კარიერაში, ასევე ჯგუფის Fleetwood Mac შემადგენლობაში, რომელსაც 1970 წელს შეუერთდა. ჯგუფში ყოფნის პერიოდში ბენდი 25-ჯერ მოხვდა ბილბორდის 100 ჰიტში. აქედან  ცხრაჯერ  ტოპ 10-ში და ერთხელ პირველ ადგილზე.

როგორც სოლო შემსრულებელი, მაკვი ცნობილი იყო ჰიტებით Love Will Show Us How და Got a Hold on Me.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Paramore ფოტო: Elke

2023 წლის  Bud Light Super Bowl Music ფესტივალზე მთავარი გამომსვლელებად Paramore, Imagine Dragons და Kane Brown წარდგებიან

შემდეგი სტატია

GRRR Live! – ჯგუფი Rolling Stones ლაივ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი