სელენა გომესის ფილმი სახელწოდებით Spring Breakers IMAX-ში გამოვა

A24-ის ფილმი კინოთეატრებში მხოლოდ ერთი დღით გამოჩნდება
სელენა გომესი და რეიჩელ კორინი ფილმში Spring Breakers Annapurna Pictures/Courtesy Everett Collection
სელენა გომესი და რეიჩელ კორინი ფილმში Spring Breakers Annapurna Pictures/Courtesy Everett Collection

21 თებერვალს, ამერიკულმა კინოკომპანია A24-მა განაცხადა, რომ მისი პროვოკაციული ფილმი მხოლოდ ერთი საღამოსთვის IMAX კინოთეატრებში დაბრუნდება. ფილმში მონაწილეობენ: სელენა გომესი, ეშლი ბენსონი, ვანესა ჰაჯენსი და რეიჩელ კორინი.

პროექტი Wizards of Waverly Place-ის ვარსკვლავ სელენა გომესს  Disney-ის არხის თინეიჯერების კერპიდან სრულფასოვან მსახიობად გარდაქმნაში დაეხმარა. პირველად ფილმი IMAX კინოთეატრებში 19 მარტს გამოვა. ბილეთები კი კომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.

27 თებერვალს,  მხოლოდ ერთი საღამოსთვის,  დიდ ეკრანს ბერი ჯენკინის ოსკაროსანი ფილმი Moonlight-იც დაბრუნდება. ორივე ფილმის ჩვენება A24-ისა და IMAX-ის ერთობლივი ყოველთვიური სერიის ნაწილია.

იქამდე, სანამ ფილმი Spring Breakers 2013 წელს პრემიერას აღნიშნავდა, სელენა გომესი ძირითადად Disney-თან ასოცირდებოდა. კომპანია Rare Beauty-ის დამფუძნებელი ყოველთვის ღიად საუბრობდა იმაზე, რომ Spring Breakers-ში მონაწილეობა მისთვის  წინ გადადგმული ნაბიჯი იყო უფრო სერიოზული როლების მისაღებად. 

„მგონია, რომ ეს იყო ერთ-ერთი ის მომენტი ჩემს ცხოვრებაში, როცა მივხვდი: „აი, როგორ შეიძლება ხელოვნება შეიგრძნო, არა ისე, როგორც  ამას მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი. სწორედ მაშინ შემიყვარდა ეს პროცესი. ასე რომ, გულწრფელად  შემიძლია  ვთქვა, – ბედნიერი ვარ. მე თამამი, გამორჩეული და მნიშვნელოვანი ფილმის ნაწილი გავხდი.” – განუცხადა სელენა გომესმა IndieWire-ს 2024 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, Spring Breakers-ზე საუბრისის დროს.”

2013 წლიდან სელენა გომესმა დიდი კარიერული გზა განვლო: Lose You to Love Me-ს შემსრულებელმა ბოლო ათეული წლის განმავლობაში, კინოკარიერის განვითარებასთან ერთად, დრო წარმატებული პოპ-მუსიკალური კარიერისა და მსხვილი კოსმეტიკური ბრენდის, Rare Beauty-ის შექმნას დაუთმო. ამჟამად ის Hulu-ს სერიალში Only Murders in the Building თამაშობს და ცოტა ხნის წინ დიდი აღიარება მოიპოვა ჟაკ ოდიარის ფილმში Emilia Pérez შესრულებული როლისთვის. ორივე მათგანმა სელენა გომესს სამსახიობო კატეგორიაში ოქროს გლობუსის ნომინაციები მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონა დონალდ ტრამპის „მეფის” პოსტს პასუხობს: „თუ ეს ხუმრობაა, არ მეცინება”

შემდეგი სტატია

ჯესიკა სიმპსონი 2024 წლის 4 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. Rodin Eckenroth/Getty Images

ჯესიკა სიმპსონი ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველ ალბომს და ახალ სინგლს Use My Heart Against Me-ს უშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი