ჯგუფმა Backstreet Boys საშობაო სიმღერაზე გადაღებული ანიმაციური ვიდეო წარადგინა

ვიდეოში ჩანს სანტას ფორმაში ჩაცმული ანიმაციური ფიგურა, დათოვლილი ცენტრალური პარკი, 34-ე ქუჩაზე მდებარე Macy-ის ცნობილი სავაჭრო ცენტრი, განათებული ტაიმს-სკვერი.

ცნობილმა ბოიბენდმა, სახელწოდებით Backstreet Boys სადღესასწაულო სიმღერა – Christmas in New York გამოაქვეყნა. ვიდეოში ჯგუფის ხუთივე წევრი მონაწილეობს. კლიპის მსვლელობისას, ვხედავთ ჯგუფის წევრების ანიმაციურ ფიგურებსაც, რომლებიც საშობაოდ მორთული ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობენ. 

ვიდეოში ჩანს სანტას ფორმაში ჩაცმული ანიმაციური ფიგურა, დათოვლილი ცენტრალური პარკი, 34-ე ქუჩაზე მდებარე Macy-ის ცნობილი სავაჭრო ცენტრი, განათებული ტაიმს-სკვერი. ტაიმს-სკვერის ანიმაციური ვერსიის სარეკლამო ეკრანებზე Backstreet Boys-ის წევრები ჩანან. 

Christmas in New York შესულია ბოიბენდის LP-ში, სახელწოდებით A Very Backstreet Christmas, რომელიც 14 ოქტომბერს გამოიცა. ეს არის Backstreet Boys-ის სადღესასწაულო სიმღერების პირველი კოლექცია და ასევე, ბოლო სამ წელიწადში ბენდის პირველი სტუდიური ნამუშევარი. 

გარდა Christmas in New York-ისა, ჯგუფის ახალი ალბომი აერთიანებს სადღესასწაულო თემატიკის ისეთ სიმღერებს, როგორიც არის: White Christmas, Silent Night და Have Yourself a Merry Little Christmas. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მზად ვარ მხიარულებისათვის“- სელენა გომესი ახალ მუსიკალურ ნამუშევრებს აანონონსებს

შემდეგი სტატია

10 საუკეთესო საშობაო სიმღერა ბოი ბენდების შესრულებით

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი