2023 წლის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტების სრული სია ცნობილია

ნომინანტებს შორის ელვის პრესლის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმია, სახელწოდებით Elvis.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ 2023 წლის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტების სია გამოაქვეყნა. სელენა გომესი, დონალდ გლოვერი (Childish Gambino) და შერილ ლი რალფი იმ ნომინანტებს შორის არიან, ვისი შემოქმედებითი მოღვაწეობა, კინო და სატელევიზიო ინდუსტრიასთან ერთად, მუსიკასაც უკავშირდება. 

გომესი კომედიურ სერიალში, სახელწოდებით Only Murders in the Building შესრულებული როლისათვისაა ნომინირებული. ზენდეიამ კი, სატელევიზიო ინდუსტრიის მთავარი დაჯილდოების ნომინაცია Euphoria-ში შესრულებული როლისათვის დაიმსახურა. 

„ოქროს გლობუსის“ 2023 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორისაა ელვის პრესლის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი, სახელწოდებით Elvis. აღნიშნულ ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის ნომინაცია მსახიობმა ოსტინ ბატლერმა მიიღო. 

ყველაზე მეტი ნომინაცია ფილმმა The Banshees of Inisherin მიიღო, რომელიც რვა კატეგორიაშია წარდგენილი. ექვსი ნომინაცია კინოსურათმა Everything Everywhere All at Once მიიღო. ლიდერ ნომინანტებს შორის ოსკაროსანი რეჟისორის, დემიენ შაზელის კომედიური დრამა Babylon-ია, რომელიც ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩევა. ფილმი სახელწოდებით The Fabelmans ასევე ხუთ ნომინაციაშია წარდგენილი. 

ფილმში გაჟღერებული საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში წარდგენილ მუსიკოსებს შორის არიან: რიანა, ლედი გაგა და ტეილორ სვიფტი.  

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების რიგით მე-80 ცერემონიას ჯეროდ ქარმაიკლი გაუძღვება. სამ საათიანი ცერემონიის სატელევიზიო ტრანსლაცია 2023 წლის 10 იანვარს, კალიფორნიის დროით საღამოს 8 საათზე დაიწყება. ცერემონია NBC-ის და  Peacock-ის ეთერში გადაიცემა. 

იხილეთ ნომინანტების სრული სია:

საუკეთესო მხატვრული ფილმი, დრამა:

Avatar: The Way of Water 

Elvis 

The Fabelmans 

Tár 

Top Gun: Maverick 

საუკეთესო მხატვრული ფილმი, მიუზიკლი ან კომედია:

Babylon 

The Banshees of Inisherin 

Everything Everywhere All at Once 

Glass Onion: A Knives Out Mystery 

Triangle of Sadness 

საუკეთესო რეჟისორი, მხატვრული ფილმი:

ჯეიმს კამერონი (Avatar: The Way of Water) 

დენიელ კვანი, დენიელ შაინერტი (Everything Everywhere All at Once) 

ბაზ ლურმენი  (Elvis) 

მარტინ მაკდონაჰი  (The Banshees of Inisherin) 

სტივენ სპილბერგი (The Fabelmans)

საუკეთესო სცენარი, მხატვრული ფილმი

Tár – ტოდ ფილდი

Everything Everywhere All at Once –  დენიელ კვანი, დენიელ შაინერტი

The Banshees of Inisherin –  მარტინ მაკდონაჰი

Women Talking – სარა პოლი

The Fabelmans – სტივენ პილბერგი, ტონი კაშნი

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში, დრამა:

ოსტინ ბატლერი (Elvis) 

ბრენდან ფრეიზერი (The Whale) 

ჰიუ ჯეკმანი (The Son)

Ბილ ნაი  (Living) 

ჯერემი პოუპი (The Inspection) 

ქალის როლის  საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში, დრამა:

ქეით ბლანშეტი (Tár) 

ოლივია კოლმანი (Empire of Light) 

ვაიოლა დევისი (The Woman King) 

ანა დე არმასი  (Blonde) 

მიშელ უილიამსი  (The Fabelmans)  

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში, მიუზიკლი ან კომედია:

ლესლი მენვილი  (Mrs. Harris Goes to Paris) 

მარგო რობი (Babylon) 

ანია ტეოლორ-ჯოი (The Menu) 

ემა ტომპსონი (Good Luck to You, Leo Grande) 

Მიშელ იო (Everything Everywhere All at Once) 

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში, მიუზიკლი ან კომედია:

დიეგო კალვა (Babylon) 

დანიელ კრეიგი  (Glass Onion: A Knives Out Mystery)

ადამ დრაივერი (White Noise) 

კოლინ ფარელი (The Banshees of Inisherin) 

რალფ ფაინსი (The Menu) 

კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი, მხატვრული ფილმი:

ბრენდან გლისონი (The Banshees of Inisherin) 

ბარი კოგენი  (The Banshees of Inisherin) 

ბრედ პიტი (Babylon)

კე ჰუი ქუანი (Everything Everywhere All at Once) 

ედი რედმეინი (The Good Nurse)

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი, მხატვრული ფილმი:

ანჯელა ბასეტი (Black Panther: Wakanda Forever) 

კერი კონდონი (The Banshees of Inisherin) 

ჯეიმი ლი კურტისი (Everything Everywhere All at Once) 

დოლი დი ლიონი (Triangle of Sadness)

ქერი მილიგანი (She Said)

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა, მხატვრული ფილმი:

Carolina (Where the Crawdads Sing) – ტეილორ სვიფტი

Ciao Papa (Pinocchio ) – რობენ კეცი, გილიერმო დელ ტორო

Hold My Hand (Top Gun: Maverick) – ლედი გაგა, BloodPop 

Lift Me Up (Black Panther: Wakanda Forever) –  Tems, ლუდვიგ გერანსონი, რიანა, რაიან ქუგლერი

Naatu Naatu (RRR) – კალა ბეირავა, ემ ემ კირავანი, რაჰულ სიპლიგუნი

საუკეთესო ორიგინალური მუსიკა, მხატვრული ფილმი:

The Banshees of Inisherin – კარტერ ბარველი

Pinocchio – ალექსანდრ დეპლა

Women Talking – ჰილდურ გუდნადოტირი 

Babylon – ჯასტინ ჰარვიცი

The Fabelmans – ჯონ უილიამსი

არაინგლისურენოვანი საუკეთესო მხატვრული ფილმი:

All Quiet on the Western Front (გერმანია) 

Argentina, 1985 (არგენტინა) 

Close (ბელგია) 

Decision to Leave (სამხრეთ კორეა)

RRR (ინდოეთი) 

საუკეთესო ანიმაციური ფილმი:

Pinocchio 

Inu-Oh 

Marcel the Shell With Shoes On 

Puss in Boots: The Last Wish 

Turning Red 

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი, დრამა:

Better Call Saul 

The Crown 

House of the Dragon 

Ozark 

Severance 

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი, კომედია ან მიუზიკლი:

Abbott Elementary 

The Bear 

Hacks 

Only Murders in the Building 

Wednesday 

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი სატელევიზიო სერიალში, დრამა:

ჯეფ ბრიჯესი (The Old Man) 

კევინ ქოსთნერი  (Yellowstone)

დიეგო ლუნა  (Andor)

ბობ ოდენკრიკი (Better Call Saul)

ადამ სკოტი (Severance)

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი სატელევიზიო სერიალში, დრამა:

ემა დარსი (House of the Dragon) 

ლორა ლინი (Ozark) 

იმელდა სტონტონი  (The Crown)

ჰილარი სუონკი  (Alaska Daily)

ზენდეია (Euphoria)

ქალის როლის  საუკეთესო შემსრულებელი სატელევიზიო სერიალში, მიუზიკლი ან კომედია:

კუინტა ბრანსონი (Abbott Elementary

კეილი კუოკო  (The Flight Attendant

სელენა გომესი (Only Murders in the Building

ჯენა ორტეგა  (Wednesday

ჯინ სმარტი (Hacks

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი სატელევიზიო სერიალში, მიუზიკლი ან კომედია:

დონალდ გლოვერი (Atlanta) 

ბილ ჰეიდერი (Barry) 

სტივ მარტინი  (Only Murders in the Building) 

მარტინ შორტი (Only Murders in the Building) 

ჯერემი ალენ უაიტი (The Bear) 

კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი, სატელევიზიო სერიალი: 

ჯონ ლითგოუ (The Old Man) 

ჯონათან პრაისი (The Crown) 

ჯონ ტურტურო (Severance) 

ტაილერ ჯეიმს უილიამსი  (Abbott Elementary) 

ჰენრი უინკლერი (Barry)

ქალის  მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი, სატელევიზიო სერიალი:

ელისაბედ დებიკი  (The Crown) 

ჰანა აინბინდერი (Hacks) 

ჯულია გარნერი (Ozark) 

ჯენელ ჯეიმსი  (Abbott Elementary) 

შერილ ლიი რალფი  (Abbott Elementary) 

საუკეთესო ლიმიტირებული სერიალი, ანთოლოგიური სერიალი ან სატელევიზიო მხატვრული ფილმი: 

Black Bird (Apple TV+) 

Monster: The Jeffrey Dahmer Story (Netflix) 

The Dropout (Hulu) 

Pam & Tommy (Hulu) 

The White Lotus (HBO) 

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი ლიმიტირებულ სერიალში, ანთოლოგიურ სერიალში ან სატელევიზიო მხატვრულ ფილმში:

ტარონ ეგერტონი (Black Bird

კოლინ ფირტი (The Staircase

ენდრიუ გარფილდი (Under the Banner of Heaven

ევან პიტერსი (Monster: The Jeffrey Dahmer Story

სებასტიან სტენი (Pam & Tommy

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი ლიმიტირებულ სერიალში, ანთოლოგიურ სერიალში ან სატელევიზიო მხატვრულ ფილმში:

ჯესიკა ჩესტეინი (George and Tammy

ჯულია გარნერი (Inventing Anna

ლილი ჯეიმსი (Pam & Tommy

ჯულია რობერტსი (Gaslit

ამანდა სეიფრიდი (The Dropout

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ლიმიტირებულ სერიალში, ანთოლოგიურ სერიალში ან სატელევიზიო მხატვრულ ფილმში:

ჯენიფერ კულიჯი  (The White Lotus

კლერ დეინსი  (Fleishman Is in Trouble

დეისი ედგარ-ჯონსი (Under the Banner of Heaven

ნისი ნაშ-ბეტსი  (Monster: The Jeffrey Dahmer Story

ობრი პლაზა (The White Lotus

კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ლიმიტირებულ სერიალში, ანთოლოგიურ სერიალში ან სატელევიზიო მხატვრულ ფილმში:

ფარიდ მიურეი აბრაამი (The White Lotus

დონალ გლისონი (The Patient

პოლ უოლტერ ჰაუზერი (Black Bird

რიჩარდ ჯენკინსი (Monster: The Jeffrey Dahmer Story

სეთ როგენი  (Pam & Tommy

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი სიარუსი საგრაფო ხელოვნების მუზეუმში, 2021 წლის 6 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი

მაილი სიარუსმა The Tonight Show-ში საახალწლო ღონისძიებაზე მონაწილეთა სია დააანონსა

შემდეგი სტატია

ანჯელო ბადალამენტი - ფოტო: ტიბრინა ჰობსონი

ანჯელო ბადალამენტი, დევიდ ლინჩის ფილმების  Blue Velvet-ის და Twin Peaks-ის კომპოზიტორი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karma – გიორგი თორაძემ ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

„მუსიკაზე და ვიდეოზე მუშაობისას ჩემი იდეა სწორედ ის იყო, რომ ხალხს ვენახე და მოვესმინე ისეთი, როგორიც ვარ,” - აღნიშნავს მუსიკოსი.
მეტი

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
მეტი