Nikakoi-ს ახალი ალბომი: საუნდტრეკი ანიმესთვის, რომელიც არ არსებობს

„რამდენ ადამიანსაც ექნება ეს პროექტი, იმდენი ვერსია იარსებებს მისი.”

„… მე ხელოვნური ბიო-სუბსტანციისგან შექმნილი ამ ორი ხმლით ხელში დავიბადე, – უთხრა ინარტუ ვალკალამ ბადა აადამის. ხმლები ჩემთან ერთად იზრდებოდნენ!!! არ ვიცი, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები… არ ვიცი, რა იყვნენ, ან კიდევ, რა შეეძლოთ ჩემში ჩაედოთ. ალბათ კიდევ ბევრია ჩემში დამალული და ოდესმე გავიგებ – რა. ეს უცნაური გამომეტყველება იცი, რატომ მაქვს სახეზე? ახალი ცხოვრება სავსეა ახალი გრძნობებით, რომლებსაც ასე ველოდი. ყოველთვის ვგრძნობდი ჩემს გულში…”

ეს არის პერსონაჟი, ფრაგმენტი მისი ისტორიიდან და მუსიკალური თემა ანიმეში, რომელიც არ არსებობს. 

Stochastic Device – ასე ჰქვია არარსებულ ანიმესა და უკვე არსებულ ალბომს, რომელიც მის საუნდტრეკს წარმოადგენს. პროექტის ავტორია Nikakoi.

Nikakoi (ნიკა მაჩაიძე):

„გარდა იმისა, რომ მუსიკას ვაკეთებ, კიდევ ვხატავ, ვიდეოებს ვიღებ და ბევრ სხვადასხვა მედიაში ვმუშაობ. მარტში დავიწყე პერსონაჟების ხატვა. ძალიან მიყვარს ანიმე და მის art-book-ებს ვაგროვებ. როცა ანიმე ფილმი ან სერიალი გამოდის, ამას მოჰყვება მერე „მერჩენდაიზი” და ერთ-ერთი არის ეს წიგნი, სადაც არის ხოლმე პერსონაჟების დიზაინი, ფონები, კადრირება, პატარა სცენების აღწერა და ა.შ.

ალბათ ასე 20-30 წლის წინ ჩემი საყვარელი წიგნი იყო პიტერ კორნელის „გზები სამოთხისკენ”. ეს არის რომანი, რომელშიც ტექსტი დაკარგულია და მხოლოდ სქოლიოა დარჩენილი. მთელი წიგნი სქოლიოა. და შენ ამ სქოლიოს კითხულობ და შენს ვერსიას წარმოიდგენ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ რომანში. მეც მაგ გზით წავედი – წარმოვიდგინე, რომ ანიმე ფილმი არ არსებობს და არსებობს წიგნი, რომელშიც არის პერსონაჟები, ფონები, ნაწყვეტები სცენარიდან და ვისაც ეს წიგნი აქვს, დანარჩენი შეუძლია თვითონ წარმოიდგინოს. შემდეგ ვიფიქრე, რომ გავაკეთებ ალბომსაც – საუნდტრეკს მთელი ამ ანიმაციისა, რომელიც არ იარსებებს. Stochastic Device კი იქიდან გამომდინარე დავარქვი, რომ მთელი ამ პროექტის კონცეფცია ის არის, რომ უამრავი სხვადასხვა შესაძლებლობაა ამ ამბის. რამდენ ადამიანსაც ექნება ეს პროექტი, იმდენი ვერსია იარსებებს მისი.”

ალბომში 7 მუსიკალური კომპოზიციაა შესული. მათ პერსონაჟების სახელები ჰქვიათ და არარსებულ ანიმეში ამ გმირების თემებს წარმოადგენენ. 

„ჩემთვის მუსიკა ცალკე რაღაცაა. Მე მაქვს საყვარელი ალბომი, რომელიც შეიძლება საუნდტრეკი იყო რაღაცის, რომელსაც ვუსმენ, როგორც მუსიკას და არა როგორც ფილმის საუნდტრეკს. Ასე რომ, ეს ალბომი ცალკე, როგორც მუსიკალური ნაწარმოებების კრებული, არსებობს თავისთვის და თავისი ცხოვრება აქვს. უბრალოდ მე გავაკეთე, როგორც ამ ყველაფრის ნაწილი.”

მოუსმინეთ ალბომს

ალბომის პრეზენტაცია 17 დეკემბერს „მფრინავ  მღებავში” შედგება, სადაც წარმოდგენილი იქნება Stochastic Device-ის თემაზე შექმნილი პერანგებიც, რომლებზეც შვიდივე პერსონაჟია გამოსახული. შიგნიდან კი გმირების ისტორიების ის ერთადერთი ფრაგმენტი იქნება დატანილი, რომელიც მათზე ავტორისგანაა ცნობილი.

„ეს ტექსტებიც კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. თითქოს, არარსებული სცენარის პატარა ნაწყვეტებია და საიდან მოვიდა გმირი აქამდე და საით წავიდა, ეგეც მკითხველის გადასაწყვეტია. Მე მაქვს ჩემი ისტორია, მაგრამ მისი მოყოლა არ მსურს, რადგან მინდა, რომ ყველას თავისი ისტორია ჰქონდეს. ეს ექსპერიმენტი იყო, გამოვიდოდა თუ არა ასეთი რაღაც – ადამიანს რომ მისცე წიგნი, რომელიც დაუმთავრებელია. მთავარი რაღაც, რაზეც არის ეს წიგნი, ის არ არსებობს. მე თვითონაც ჯერ გმირები შევქმენი და შემდეგ მოვიფიქრე ჩემი ისტორია. Ასე რომ, კი, გამოდის.”

ანიმეს ყველა დახატული პერსონაჟი გაყიდულია. შემოსული თანხა კი უკრაინელი ბავშვების დახმარების ფონდში გადაირიცხა. 
ამ ეტაპზე Stochastic Device არარსებული ანიმეა, თუმცა ავტორი მომავალში მის შექმნას არ გამორიცხავს.  

„თუ უცებ ვიღაც დაინტერესდა ამით და მოუნდა გაკეთება, შეუძლია თავისი ვერსია შექმნას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ის უკვე არსებულ ელემენტებზე იქნება დაფუძნებული. სახელები არსებობს, გმირები არსებობენ, აქვთ თავიანთი ისტორია, მუსიკა. თუ გამოვა ეს ანიმე, გამოვიდეს, რატომაც არა. უბრალოდ მე არ ვიქნები ის, ვინც ამას გააკეთებს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ალანის მორისეტი კელი კლარკსონის შოუში

ალანის მორისტეტის ახალი ქავერი სიმღერა „Little Drummer Boy

შემდეგი სტატია

მაილი სიარუსი საგრაფო ხელოვნების მუზეუმში, 2021 წლის 6 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი

მაილი სიარუსმა The Tonight Show-ში საახალწლო ღონისძიებაზე მონაწილეთა სია დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი