Karma – გიორგი თორაძემ ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

„მუსიკაზე და ვიდეოზე მუშაობისას ჩემი იდეა სწორედ ის იყო, რომ ხალხს ვენახე და მოვესმინე ისეთი, როგორიც ვარ,” – აღნიშნავს მუსიკოსი.
გიორგი თორაძე. ფოტო: ლევან ლეკო ჭყონია

არტისტმა გიორგი თორაძემ სადებიუტო სოლო ტრეკი და  მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე სახელწოდებით Karma. ტრეკის ჟანრობრივი მიმდინარეობა ჯაზ-ფანკია. სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი ნათია ოქრუაშვილია. 

„Karma დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწერა. როცა მასზე მუშაობა დავასრულეთ, მე და ნაჯომ (ნათია ოქრუაშვილი) პირველივე მოსმენისთანავე ვიფიქრეთ, რომ მას კლიპიც სჭირდებოდა,” – ამბობს Billboard Georgia-სთან საუბრისას გიორგი თორაძე. 

კლიპის რეჟისორი, სეტ-დიზაინერი და სტილისტი ლევან ლეკო ჭყონიაა, პროექტის მენეჯერი კი ანნა დოი. როგორც გიორგი თორაძე ამბობს, გადაღება სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა და გადასაღებ მოედანზე ყველაფერი გზადაგზა იქმნებოდა, რაც სამუშაო პროცესს განსაკუთრებით საინტერესოს ხდიდა. „მუსიკაზე და ვიდეოზე მუშაობისას ჩემი იდეა სწორედ ის იყო, რომ ხალხს ვენახე და მოვესმინე ისეთი, როგორიც ვარ,” – აღნიშნავს მუსიკოსი. 

ეს გიორგი თორაძისათვის პირველი მისთვის დაწერილი სოლო მუსიკალური ნამუშევარია, ამიტომ, ის არტისტის შემოქმედებითი კარიერის ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს. 

ნახეთ სიმღერაზე Karma გადაღებული კლიპი, რომლის პრემიერა გიორგი თორაძის Youtube-ის ოფიციალურ არხზე შედგა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Will Smith

უილ სმითი ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება

შემდეგი სტატია

სელინ დიონის შთამბეჭდავი გამოსვლა პარიზის ოლიმპიადაზე 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი