The Weeknd-ის მუსიკალურ ვიდეოს Save Your Tears, Youtube-ზე 1 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

ეს არტისტის მეხუთე ვიზუალური ნამუშევარია, რომელმაც Youtube-ზე მნიშვნელოვან მაჩვენებელს მიაღწია.

The Weeknd-ის მუსიკალურმა ვიდეომ, სახელწოდებით Save Your Tears, პლატფორმა Youtube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა. ვიდეო შეუერთდა არტისტის იმ ვიზუალური ნამუშევრების სიას, რომლებმაც სხვადასხვა დროს ამ შედეგს მიაღწია.

Save Your Tears შესულია არტისტის გახმაურებულ, მეოთხე სტუდიურ ალბომში, სახელწოდებით After Hours, რომელიც 2020 წლის 9 აგვისტოს გამოიცა. თავად კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეო, მუსიკოსმა 2021 წლის 5 იანვარს გამოაქვეყნა. 

კლიპი საკმაოდ პროვოკაციული შინაარსით გამოირჩევა. მასში ვხედავთ პოპ-ვარსკვლავს, რომელმაც გრიმით პლასტიკური ქირურგიის ეფექტი შეიქმნა .

რაც შეეხება The Weeknd-ის სხვა ცნობილ ვიზუალურ ნამუშევრებს, აღსანიშნავია, რომ კლიპს – Starboy 2,1 მილიარდი ნახვა აქვს, The Hills-ს კი ამ დრომდე 1.9 მილიარდმა მომხმარებელმა უყურა. კლიპმა Can’t Feel My Face 1.2 მილიარდ ნახვას მიაღწია, ხოლო მუსიკალურმა ვიდეომ I Feel It Coming – 1.04 მილიარდს.

ნახეთ მუსიკალური ვიდეო Save Your Tears:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯული ენდრიუსმა თქვა, რომ „პრინცესას დღიურებში” მისი მონაწილეობა „დიდი ალბათობით, შეუძლებელია”

შემდეგი სტატია

გილიერმო დელ ტორომ ტეილორ სვიფტისადმი აღფრთოვანება საჯაროდ გამოხატა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი