„ქორწინების პატივისცემის აქტზე“ ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე ლედი გაგას Born This Way გაჟღერდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა „ქორწინების პატივისცემის აქტს“, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს სამოქალაქო ქორწინებაზე უფლებას აძლევს. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია თეთრ სახლში შედგა. დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს, ლედი გაგას ცნობილი ჰიტი, Born This Way გაჟღერდა. „მე ლამაზი ვარ ჩემებურად / ღმერთი შეცდომებს არ უშვებს / მე სწორ გზას ვადგავარ, ასეთი დავიბადე“ – ისმის სიმღერის ტექსტში. 

Born This Way ლედი გაგას 2011 წლის ამავე სახელწოდების მუსიკალურ ალბომშია შესული. გამოცემის დღიდან, ეს კომპოზიცია LGBTQIA+  თემის ერთგვარ ჰიმნად მიიჩნევა. 2021 წელს, ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაგამ აღნიშნა – „ჩემი სიმღერა და ალბომი, Born This Way  შთაგონებულია კარლ ბინით, შავკანიანი რელიგიური აქტივისტით, რომელიც გეი იყო. ის ქადაგებდა, მღეროდა და წერდა იმის შესახებ, რომ „ასეთი დაიბადა”. მისი ადრეული ნამუშევრები 1975 წელს, ჩემს დაბადებამდე 11 წლით ადრე გამოქვეყნდა. მადლობა შეუპოვარი სიყვარულის, სიმამაცისა და სიმღერის მიზეზის მოცემისათვის. ყველას შეგვიძლია ვიგრძნოთ სიხარული, რადგან ჩვენ ამას ვიმსახურებთ. რადგან ჩვენ ყველა ვიმსახურებთ უფლებას, რომ ტოლერანტობის იდეა, მიმღებლობა და თავისუფლება გავავრცელოთ.”

ახალი კანონის მიღებისათვის ხმის მიცემის პროცესი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის 258 მომხრით და 169 მოწინააღმდეგით დასრულდა. სენატში კი კანონპროექტს 61-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 

აქტის  ხელმოწერის ცერემონიაზე სინდი ლოპერმა თავისი ჰიტი – True Colors იმღერა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ასევე სემ სმითი წარდგა, რომელმაც 2014 წლის ცნობილი ბალადა, Stay With Me შეასრულა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BTS-ის ჯინი სამხედრო სამსახურისათვის შეცვლილი ვარცხნილობის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

ოპრა უინფრისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ მეგან მარკლს ბიონსე გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი