დოლი პარტონი 56-წლიანი ქორწინების საიდუმლოს აზიარებს: „იუმორის გრძნობა“

ქანთრის ვარსკვლავი მეუღლეს, კარლ დინს ნეშვილში ჩასვლის პირველივე დღეს შეხვდა.

დოლი პარტონმა წარმატებული ქორწინების საიდუმლო გაამხილა. „მიყვარს, როცა მეკითხებიან: ამდენი ხანი როგორ გაძელით? იცით, ამაზე ძალიან ბევრის თქმა შეიძლება. ჩვენ გამუდმებით ერთმანეთის სახეებს არ ვუყურებთ. ის არ არის ჩემს სფეროში, ასე რომ, განსხვავებული ინტერესები გვაქვს. თუმცა ერთადაც ბევრი რამის კეთება გვიყვარს. ვფიქრობ, ეს უბრალოდ ასე უნდა ყოფილიყო. კარლი იყო ის ერთადერთი, რომელიც ჩემთან უნდა ყოფილიყო და, პირიქით.

Პარტონი მომავალ მეუღლეს ნეშვილში ჩასვლის პირველივე დღეს შეხვდა. წყვილი იმ დღიდან ერთადაა.  „ჩვენ ორივეს გვაქვს იუმორის გრძნობა და მე ვფიქრობ, რომ იუმორი ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, როცა დაქორწინებული ხარ. თუ კარგი იუმორის გრძნობა გაქვს, მაშინაც კი, როცა ისეთ რამეს იტყვი, რომელსაც უკან ვეღარ წაიღებ, სულ გაქვს გიჟური გზა, რომ სიტუაციიდან გამოძვრე.”

დოლი პარტონს საკმაოდ წარმატებული დეკემბერი ჰქონდა. მომღერალი TikTok-ს შეუერთდა, სტუმრად იყო კელი კლარკსონის შოუში. მისი ალბომი საუკეთესო ქანთრი ალბომების ტოპ ხუთეულში მოხვდა. თვის ბოლოს კი ნათლულთან, მაილი საირუსთან ერთად NBC-ს საახალწლო გამოშვების თანაწამყვანი იქნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის სიმღერა Anti-Hero რადიო სიმღერების ჩარტებში პირველ ადგილს იკავებს

შემდეგი სტატია

Პირს მორგანის ტვიტერი გატეხეს და ედ შირანზე შეურაცხმყოფელი პოსტები დაწერეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი