ჯენიფერ ლოპესმა ახალი სიმღერის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ისაუბრა

მომღერლის თქმით, ახალი სიმღერა, სახელწოდებით Hummingbird, მისთვის საშობაო წვეულების ინსპირაციად იქცა.


2023 წელს ჯენიფერ ლოპესის კარიერაში ახალი ეპოქა იწყება – მომღერალი ალბომს, სახელწოდებით This Is Me … Now გამოუშვებს. ღია წერილში ვარსკვლავმა დაანონსებული ალბომისათვის დაწერილ ერთ-ერთ სიმღერაზე ისაუბრა. 

სიმღერა, სახელწოდებით Hummingbird ახალი ალბომისათვის დავწერე. კოლიბრები ჩემთვის სიყვარულის მაცნეები არიან. ეს განსაკუთრებული მოქნილობით გამორჩეული სახეობაა – ამ ჩიტებს ფრენა ნებისმიერი მიმართულებით შეუძლიათ. კოლიბრი ასევე ყველაზე სწრაფი ფრინველია, თუმცა დროს ყოველთვის პოულობენ, რომ გაჩერდნენ, ჭამონ ტკბილეული და ვარდები დაყნოსონ. ჩემს თავს ამ არსებებთან ვაიგივებ. ყოველთვის, როცა კოლიბრს ვხედავ, ვფიქრობ ეს ღმერთისგან ნიშანია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“ – აღნიშნა ჯენიფერ ლოპესმა.

ვარსკვლავის თქმით, ბოლო დროს, ძირითადად სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა მოსწონს. „ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს. წევრების რაოდენობა გაორმაგდა და შესაბამისად, გაორმაგდა მხიარულებაც და სიყვარულიც“ – თქვა ლოპესმა. 

ცოტა ხნის წინ, ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ლოს ანჯელესში საშობაო წვეულება მოაწყვეს. ჰოლივუდურ წვეულებაზე ლოპესს Gucci-ის კაბა ეცვა. როგორც მომღერალმა განმარტა, კაბაზე დატანილი ლურჯი და ოქროსფერი პრინტერიც, მისთვის სწორედ კოლიბრის შეფერილობასთან ასოცირდება. 

რაც შეეხება ახალ ალბომს, This Is Me … Now 2023 წელს გამოვა.

ნახეთ პოსტი, რომლითაც ჯენიფერ ლოპესმა ახალი ალბომის გამოშვება დააანონსა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Პირს მორგანის ტვიტერი გატეხეს და ედ შირანზე შეურაცხმყოფელი პოსტები დაწერეს

შემდეგი სტატია

არიანა გრანდემ მანჩესტერის საბავშვო საავადმყოფოების პაციენტებს საშობაო საჩუქრები გაუგზავნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი