სელენა გომესი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე 9 წლის დასთან ერთად გამოჩნდა. მომღერალი წითელ ხალიჩაზე ვალენტინოს კაბით წარდგა. გომესი უმცროს დას ეხუტებოდა, რომელსაც ყვითელი ბრჭყვიალა კაბა ეცვა.
ოქროს გლობუსის გარდა, ბოლო დროს დები ერთად რამდენჯერმე გამოჩნდნენ. ცოტა ხნის წინ გომესმა ფოტოები გამოაქვეყნა ნიკოლა პელც-ბექჰემის დაბადების დღიდან, რომელსაც პატარა გრეისიც ესწრებოდა. მანამდე კი მომღერალმა ასევე უმცროს დასთან ერთად გადაღებული ფოტოები გააზიარა, სადაც დები ერთნაირი ჩაცმულობით ერთობიან.
წელს Სელენა გომესი პირველად იყო წარდგენილი ოქროს გლობუსზე ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი სატელევიზიო სერიალებში, მიუზიკლებსა და კომედიებში. ნომინაცია მას კომედიურ სერიალში Only Murders in the Building განსახიერებულმა როლმა მოუტანა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გომესმა თავისი ძველი ინტერვიუ გააზიარა, სადაც ამბობდა, რომ თავის თავს ოქროს გლობუსისა და ოსკარის გამარჯვებულად უფრო ხედავდა, ვიდრე გრემის მფლობელად.
თუმცა ამჯერად გომესმა ოქროს გლობუსი ვერ მოიგო. ჯილდო კუინტა ბრანსონს გადაეცა სატელევიზიო სერიალისთვის Abbott Elementary.