მიკ ჯაგერმა TikTok-ზე პირველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც The Rolling Stones-ის ჰიტზე ცეკვავს

ჯაგერმა სოციალურ ქსელში The Rolling Stones-ის ოფიციალური ანგარიშიც წარადგინა.

მიკ ჯაგერი ჯგუფ The Rolling Stones-თან ერთად TikTok-ს შეუერთდა. ვარსკვლავმა პირველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჯგუფის ცნობილი ჰიტი – Sympathy for the Devil ჟღერს, თავად კი ცეკვავს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიმართავს. 

„ჩვენ თქვენს სამყაროს შემოვუერთდით“- ამბობს The Rolling Stones-ის ფრონტმენი ვიდეოში, რომელიც ხმისჩამწერ სტუდიაშია გადაღებული. „შეგიძლიათ ჩვენი ანგარიშები – @therollingstones და @jagger გამოიწეროთ. მოუთმენლად ველით ვნახოთ, თუ რა შეგიძლიათ შექმნათ ჩვენს მუსიკაზე. გამოიყენეთ ჰეშთეგი –  #TheRollingStones, რათა თქვენი გამოქვეყნებული მასალა ვნახოთ“

The Rolling Stones-ის TikTok-ზე გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ ჯგუფის მუსიკალური კატალოგი პლატფორმის გამომწერებისათვის უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომი იქნება. 

სოციალურ ქსელში დარეგისტრირების აღსანიშნავად, ჯგუფის წევრებმა TikTok-სთვის სპეციალური პლეილისტიც წარადგინეს. 

დარეგისტრირებიდან ერთ დღეში, ჯაგერის ანგარიშს 58 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა. რაც შეეხება The Rolling Stones-ის პროფილს, მასზე ბენდის ძველი ინტერვიუები გამოქვეყნდა. 

ნახეთ მიკ ჯაგერის პირველი ვიდეო TikTok-ზე:

@jagger Hello Tik Tok ! Follow & create @The Rolling Stones … Also check out our guest playlist on the sounds page or at the link in bio for all the hits… #therollingstones ♬ Sympathy For The Devil – The Rolling Stones

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დუა ლიპა ვერსაჩეს ჩვენებაზე - მილანის მოდის კვირეული. 2021 წლის 24 სექტემბერი

დუა ლიპამ ოცდაოთხი საათი მადრიდში გაატარა და რეჟისორ პედრო ალმოდოვარსაც შეხვდა

შემდეგი სტატია

კით რიჩარდსი The Rolling Stones კონცერტი. 2021 წლის 14 ოქტომბერი. ფოტო რიჩ ფური

კით რიჩარდსი ახალ სიმღერას გვპირდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი